პარამეცნიერებები დედამიწა 2137 და 2749 წ. ალ ბილეკი – ადამიანი, რომელმაც მომავალი იხილა 2016, 11 სექტემბერი, 18:31 ალ-ბილეკმა, ლეგენდარული ფილადელფიური ექსპერიმენტის* ერთ-ერთმა მონაწილემ, საზოგადოებას თავისი მომავალში გადაადგილების და იქ ნანახი ცხოვრების ამბავი გაუზიარა. მისი თქმით, მან 6 თვე 2137 წელში იცხოვრა და ორი წელი – 2749 წელში. ბილეკი ამტკიცებს, რომ 8 საუკუნის შემდეგ, პლანეტაზე სოციალისტური წყობილება დამყარდება და ხალხი ყოველგვარი მთავრობის გარეშე იცხოვრებს. ხოლო კლიმატის ცვლილების შედეგი, რომლებიც დღეს მიმდინარეობს – მომავალში კატასტროფული იქნება. * II მსოფლიო ომის დროს, ამერიკელები ისეთი გემის შექმნას ცდილობდნენ, რომელიც აკვატორიის საკონტროლო მონიტორზე არ გამოჩნდებოდა. ექსპერიმენტს ფილადელფიის პორტში ატარებდნენ. სწორედ იმ ექსპერიმენტის დროს, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინმზიდი «ელდრიჯი», 181 კაციანი ეკიპაჟით, სანაპიროდან გაქრა და სულ სხვა ადგილზე მოხდა მისი მატერიალიზება. მომავალში გადაადგილება
კიდევ უფრო შორს მომავალში
ყოდილი მეზღვაური ირწმუნება, რომ შემდეგ, ის 2749 წელში მოხვდა, სადაც მან მსოფლიო ოკეანეში, გემებივის მოძრავი ქალაქები ნახა. ხოლო მსოფლიოს მართავდა, კოლოსალური კომპიუტერი, რომლის ინტელექტუალური შესაძლებლობები იმდენად დიდი იყო, რომ ერთად აღებულ, მთელი კაცობრიობის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. ადამიანებს განუვითარდებათ ტელეპატიის ნიჭი. ხელისუფლებები აღარ იარსებებენ და კაცობრიობა, რომელიც განვითარების ახალ დონეს მიაღწევს, შეძლებს ერთ ერად ცხოვრებას – ყველა ადამიანს ექნება ყველაფერი ნორმალური ცხოვრებისთვის ანუ ჩვენი გაგებით, კომუნიზმი დამყარდება. ალ ბილეკმა არ იცის როგორ მოხვდა მომავალში და არც ის იცის, თუ როგორ შეძლო უკან დაბრუნება. მის მიერ გაკეთებული განცხადება, მომავალში მოგზაურობის შესახებ, მეცნიერებმა სერიოზულად არ მიიღეს და შეშლილის ბოდვად გამოაცხადეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბილეკი დარწმუნებულია, რომ მომავალში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ის ამბობს. 7291 15-ს მოსწონს
|