x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არსებობს თუ არა ბედისწერა? ნაწილი III – მოჩვენება და მეფის მოკვეთილი თავი

image


ოლივერ კრომველი 1599 წ. 25 აპრილს დაიბადა, არც ისე მდიდარი, მიწათმფლობელის ოჯახში. ზუსტად არის ცნობილი, რომ ჰანტინგდონის სკოლაში სწავლის დროს, ნორჩ კრომველს ხილვა ჰქონდა. ოთახში, რომელშიც ის მარტო იმყოფებოდა, უეცრად ქალი გაჩნდა. მან ოლივერს უთხრა, რომ ის თავისი ქვეყნის უდიდესი ადამიანი გახდებოდა. “მეფე?" - იკითხა ოლივერმა, მაგრამ ქალი გაქრა. ხილვის შესახებ, პატარა კრომველმა მასწავლებელს უამბო. ამ უკანასკნელმა, ის კარგად გაწკეპა, რომ ასეთ სისულელეებზე აღარ ელაპარაკა. მაგრამ, ოლივერი არ გაჩერდა და თავისი დანიშნულების შესახებ ბიძას უთხრა. ნათესავი განრისხდა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარი რაღაცეები ოჯახს არცხვენდა და ღალატის ტოლფასი იყო.
დრო გადიოდა. კრომველი უკვე 30 წლის გახდა, წინასწარმეტყველება კი არ სრულდებოდა. ხშირად ის უხილავ ქალს მიმართავდა, რომ მას დაედასტურებინა ნათქვამი. მაგრამ, ქალი არ მოდიოდა და რადგან ის მოსვლას არ ჩქარობდა, ოლივერმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბედი თავადვე “გამოეჭედა".
1628 წ. კრომველი პარლამენტის დეპუტატი გახდა ქ. ჰანტინგდონიდან. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ, მეფემ პარლამენტი დაითხოვა და ოლივერი მისთვის ნაცნობ საქმიანობას – მეცხოველეობას დაუბრუნდა. მაგრამ, წინასწარმეტყველება მოსვენებას არ აძლევდა მას ამიტომ, 1642 წელს ამბოხებულების არმიაში, კაპიტნის რანგში ჩაეწერა და დაიწყო თავდაუზოგავი ბრძოლა მონარქიის წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ, ის უკვე პოლკოვნიკი იყო და სულ მალე, გენერალ-ლეიტენანტი გახდა. კრომველმა დაუნდობელთა რაზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ისტორიაში “რკინისგვერდიანი მხედრების" სახელით შევიდა. ეს რაზმი და მათი მეთაური ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და ბოლოს, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, რევოლუციით დაგვირგვინდა. ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო კრომველი, თავისი ქვეყნის, № 1 ფიგურა გახდა.

image

image

image

წინასწარმეტყველება შესრულდა. მართალია მეფე არა, მაგრამ ოლივერ კრომველი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა ინგლისში. რაც შეეხება კანონიერ მეფეს, კარლ პირველს, ის 1649 წელს გაასამართლეს და კრომველის ზეწოლით, სიკვდილი მიუსაჯეს.

imageიხ. ნაწილი I – დაანონსებული მკვლელობის ისტორია (ა. ლინკოლნის წინასწარმეტყველება)

image

image

imagehttp://intermedia.ge/სტატია/76242-არსებობს-თუ-არა-ბედისწერა-ნაწილი-I-დაანონსებული-მკვლელობის-ისტორია/90/

imageნაწილი II – “დიდება შენ, მაკბეტ! მეფე გახდები!" (ნაპოლეონის ბედისწერა)

image

image

image

http://intermedia.ge/სტატია/76243-არსებობს-თუ-არა-ბედისწერა-ნაწილი-II-დიდება-შენ-მაკბეტ-მეფე-გახდები/90/

0
267
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0