x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს

2018 წ. ალფრედ ვებერი (Alfred Weber) ტელევიზიით გამოვიდა და როგორც უფოლოგმა, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. მისი თქმით, მარსზე მიწისქვეშა კოლონიები და ქალაქები არსებობს, სადაც მარსელებს, ფიზიკური სამუშაოების შესასრულებლად, დედამიწიდან ადამიანები მიჰყავთ. გარდა ამისა, ის იზიარებს "დედამიწის სიღრმეში, ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის არსებობის" თეორიას*.


imageალფრედ ვებერი


2020 წელს კი, ალფრედ ვებერმა განაცხადა, რომ მან დევიდ აიკთან (David Icke) ერთად, მტკიცებულება იპოვა, დედამიწაზე ჩრდილოვანი მთავრობის არსებობის შესახებ. ხოლო, 2021 წელს, სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით, მან დაბალი სიხშირის სიგნალი დაიჭირა, რომელიც, სავარაუდოდ, მარსიდან იყო გამოგზავნილი. მკვლევარმა ეს ამბავი, ისე მიიღეს, როგორც მარსის ცივილიზაციასთან, პირველი კონტაქტი. მაგრამ, ჯერ–ჯერობით, უფოლოგმა შეტყობინების გაშიფვრა ვერ შეძლო.

თუმცა, აღნიშნული შემთხვევიდან, ძალიან მალე, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ. ნომერი უცნობი იყო, მაგრამ მთავარი ეს არ ყოფილა. ადამიანს, რომელიც მას ესაუბრებოდა, რობოტიზირებული ხმა ჰქონდა, ან იქნებ რობოტიც იყო. უცნობს სურდა, რომ ალფრედი, მის მიერ მითითებულ ადგილზე მისულიყო და ამანათი აეღო, რომელიც მას ეკუთვნოდა.


image

მკვლევარმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრეს და მან პარკში, ხის გვერდით, ტილოს ქსოვილში გახვეული ნივთი აღმოაჩინა, გახსნა და ნახა, რომ ეს რამდენიმე ლითონის მონეტა იყო, ამოს და უცხოპლანეტელების გამოსახულებით.


imageმონეტა, რომელიც ალფრედ ვებერმა მიიღო


უფოლოგმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც გაეხუმრა და პოლიციას იმ ნომრის გასარკვევად დაუკავშირდა, საიდანაც ხსენებული ზარი შემოვიდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი ნომერი მონაცემთა ბაზაში არ იყო. ამის შემდეგ, მან მონეტები ექსპერტიზაზე გაგზავნა... გაირკვა, რომ მონეტებზე თარიღები შეცვლილი იყო. ზოგიერთი XVII, ზოგი – XX საუკუნით იყო დათარიღებული, მაგრამ რეალურად, მონეტები ძვ. წ. აღრ. IV, III და II საუკუნეებში იყო მოჭრილი.


imageმონეტაზე ასახული ამო


უფოლოგის აზრით, მონეტებზე მითითებული თარიღები, მიწიერი ქრონოლოგია არ არის და სავარაუდოდ, ისინი მარსზე არსებული ვალუტა არის. ხოლო, მონეტების გადმოცემა, კონტაქტის დამყარების სურვილის გამოხატულება იყო.


* პირდაპირი არა, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომ დედამიწის შიგნით არსებობს სივრცე, რომელშიც სხვა ცივილიზაციები ცხოვრობენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები საუბრობდნენ. ხოლო, მრავალი ერის რელიგია, ძველად ამტკიცებდა, რომ მიწის ქვეშ არსებობდა სამყარო, რომელშიც ადამიანები, ან ადამიანების მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველი ეგვიპტის საიდუმლოებები, რომელიც ისტორიკოსებს მოსვენებას არ აძლევს

* მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა? – რა წერია პოპის მეფის დღიურში?

* ისტორიის ყველაზე დიდი ტყუილები და შუმერული ფირფიტების მამხილებელი ჩანაწერები

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
654
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
654
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0