x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე სამარცხვინო ფაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში (+ ვიდეო)
image


1939 წლის 22 სექტემბერს, ბრესტში, ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები) და წითელი არმიის ერთობლივი აღმუმი გაიმართა. დღეს ამ ფაქტის დამალვას ცდილობენ და ამბობენ, რომ ეს გამოგონილი ამბავი, ე. წ. ფეიკია... თუმცა, ცოტა ხნის წინ, გერხარდ პაულის (Gerhard Paul) წიგნის, – «დიქტატურის ფოტოსურათები. მესამე რაიხის ვიზუალური ისტორია» გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ერთი თავი სწორედ 1939 წლის 20-22 სექტემბრის მოვლენებს ეძღვნება, ეჭვის საფუძველს აღარავის უტოვებს –ფაშისტურ-კომუნისტური აღლუმი ნამდვილა ჩატარდა და ტრიბუნაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგომ უმაღლესი სამხედრო ჩინის გერმანელი და საბჭოთა ოფიცრების წინ, საზეიმო მარშით და სამხედრო ტექნოკით, გერმანელმა და საბჭოთა ჯარისკაცებმა ჩაიარეს.


image


1939 წლის 19 აგვისტოს, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, სავაჭრო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვით, საბჭოთა კავშირს გერმანიისთვის, რეგულარულად, ლითონი, ნავთობპროდუქტები, ხორბლი და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქცია უნდა მიეწოდებინა, მათ შორის, სამხედრო დანიშნულები ნაწარმიც. თავის მხრივ, გერმანიაც იღებდა ვალდებულებას, სსრ კავშირისთვის, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე.

ხოლო, 4 დღის შემდეგ, 23 აგვისტოს, მოლოტოვმა და რიბენტროპმა თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. ამ საიდუმლო პაქტის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (იმავე წლის 1 სექტემბერს, გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ამასთან, საბჭოთა ხელისუფლება პოლონელებს დაპირა, რომ მათ იგივე შესაძლებლობები ექნებოდათ, რაც «ინტერნაციონალური საბჭოთა ოჯახის» სხვა ხალხებს. თუმცა, რეალურად, სხვაგვარად მოხდა... გაგრძელება >>>

ასე, რომ, წითელმა არმიამ, ფაშისტურ გერმანიასთან ერთად, პოლონეთის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და ერთობლივი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლონეთზე გამარჯვების აღსანიშნავად, მათ ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს ბრესტში...




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია

2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო
3. გერანის 7 ულამაზესი სახეობა, რომელიც ნებისმიერ ფანჯრის რაფას დაამშვენებდა
4. «გთხოვთ, არ მაკოცოთ» – როგორ ებრძვოდნენ გასულ საუკუნეში ინფექციურ დაავადებებს (12 ფოტო)

5. მეცნიერებმა 4, 5 მილიარდი წლის წინანდელი ატმოსფერო შექმნეს და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს


6. ანეკდოტები კორონავირუსზე

6
2556
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2556
  
2020, 9 დეკემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 8 დეკემბერი, 18:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 8 დეკემბერი, 10:26
დიდი მადლობა,ძალიან მიხარია რო ასე ფიქრობთ. შესაძლოა რაიმე არ ვიცოდე,მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ და ვცდილობ გავიგო. რაც შეეხება ავტორს,ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება და შეფითვა ისე,რომ ადამიანს ერთზე კარგი აზრი შეექმნას და მეორეზე ცუდი. თუ ეხები ისტორიულ ფაქტს,მაშინ ეს უნდა გააკეთო ობიექტურად და სხვა შემთხვევაში არ უნდა შეეხო ამ თემას. მარტო ამ ქალბატონის პრობლემაა არაა და ასე ბევრი იქცევა ამ ქვეყანაში. ფაშიზმი და კომუნიზმი რო ბოროტება იყო ამაზე არავინ დაობს,მაგრამ ჩერჩილების,რუზველტების ბრალეულობას რატო მალავენ. ერთა ლიგა არც საბჭოთა რუსეთს შეუქმნია და არც დამარცხებულ გერმანიას,ის ბრიტანელებმა,ამერიკელებმა და ფრანგებმა შექმნეს ვერსალ-ვაშინგტონის კომფერენციებზე.ამ ორგანიზაციის მიზანი იყო მშვიდობის დაცვა მსოფლიოში და ახალი მსოფლიო ომის თავიდან არიდება. სწორედ ამ ორგანიზაციამ წაუყუა გერმანიის შეიარაღების ზრდას და იაპონიის შეჭრას ჩინეთში,რომლის საფუძველზედ გაბედა გერმანიამ ის,რაც გაბედა. ოლიმპიადაც ჩაუტარეს გერმანიაში. როცა საქართველომ და არა მარტო ჩვენ აღიარებით მივმართეთ ერთა ლიგას უარი გვითხრეს. როგორც მახსოვს გერმანიამ გვაღიარა და პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანელების ჯარი ბათუმში იდგა. ეს დღეს არის ამერიკას და ბრიტანელებს რო ვჭირდებით,თორე ადრე მაგრა ვეკიდეთ. დღესაც რუსების წინააღმდეგ გვიყენებენ და ჩვენ აქედან სარგებელს ვერ ვიღებთ ისეთ,რომ დაცულობა გარანტირებული გვქონდეს.
2020, 8 დეკემბერი, 4:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 8 დეკემბერი, 4:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 7 დეკემბერი, 12:18
ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი,მაგრამ სამარცხვინო იყო თუ არა ეგ საკითხავია. წარმოუდგენელია,როცა სსრკ და გერმანიას ადანაშაუელებენ ყველაფერში,მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნება(ამერიკამ,ბრიტანეთმა,საფრანგეთმა) არანაკლები საშინელებები ჩაიდინა.ყველა ქვეყანა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს და სსრკ ქმედება ამის მაგალითია,რაც არაა სამარცხვინო. თუ სირცხვილზე და თავის მოჭრაზე მიდგა საუბარი,მაშინ ბრიტანელები უნდა გავიხსენოთ,რომელბიც ამერიკელების მონები არიან დღესაც. უდიდესი კოლონიების მფლობელი იყო ბრიტანეთი და მსოფლიოში ლიდერიც როლიც ქონდა შეთავსებული. აშშ ტერიტორიაზე წარმოებული სამხედრო ოპერაციები არა ნაკლები იყო,ვიდრე სსრკ პოლონეთში და უკრაინაში შეჭრა. ამერიკაზეც შეიძლება იმის თქმა,რომ პირველი მსოფლიო ომი მისი პროვოცირებულია,რომელში 1917 წელს ჩაერთო და გამარჯვებულიც გამოვიდა. სწორედ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადაინაცვლა მოწინავე პოზიციაზე მსოფლიო წესრიგის დამყარების საკითხში. უამრავი სისხლი დაიღვარა ამის გამო. არც სსრკ შემტხვევაში და არც ამ ორის,საქმე არ გვაქვს სირცხვილთან,არამედ ეს არის ინტერესის საკითხი. თუ სიმართლე გვინდა ეს არის და თუ იმას ვაწვებით,რომ მაქსიმალურად ცუდად გამოვაჩინოთ სსრკ,ამერიკა კი საუკეთესოდ,მაშინ ოკ. მიუხედავად იმისა,რომ რადიკალურად არ ვეთანხმები სსრკ იდეოლოგიას,მაინც საჭიროა სიმართლის ცოდნა. არ ვეთანხმები,სხვადასხვა ძეგლების და სიმბოლიკის განადგურებას,რადგან ეს ისტორიის ნაწილი მგონია და ვანდალიზმი მისი განადგურება. არაფრით არ განსხვავდება ეს ქმედება იმისგან,რაც სსრკ აკეთებდა და თავის დროზე გერმანელი ბარბაროსები რომის იმპერიაში. მასწავლებელი ბრძანდებით და მით უფრო ცუდია მსგავსი სტატიების გამოქვეყნება თქვენგან,რაც არ მეტყველაბს კარგად.
0 1 6