სიახლეები ნიუ-იორკში უსახლკაროებს 2 წლის განმავლობაში 1250 დოლარს მისცემენ 2021, 19 ივნისი, 17:07 ნიუ იორკის ხელისუფლება და რიგი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები ჩაატარებენ სოციალურ ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც უსახლკარო ახალგაზრდების ჯგუფს გადასცემენ სოციალურ დახმარებას ფულის სახით. ამის შესახებ ინფორმაცია Fox News– მა გაავრცელა. სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს 18-24 წლამდე დაახლოებით ოთხი ათეული უსახლკარო ახალგაზრდა. ისინი ყოველთვიურად მიიღებენ 1, 250 დოლარს ორი წლის განმავლობაში. ასევე არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ მათ უფრო მეტი თანხაც გადაუხადონ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისათვის. ინიციატივის ავტორებს სურთ გაარკვიონ“ დაეხმარება თუ არა ამ ადამიანებს ყოველთვიური დაფინანსება სამსახურის პოვნასა და მუდმივი საცხოვრებლის შოვნაში. გარდა ამისა, მათ 2 წლიან ცხოვრებას შეადარებენ იმ უსახლკაროების ყოფას, ვინც ნაკლებს ან საერთოდ არ იღებს დახმარებას. პროგრამის დასაფინანსებლად დაგეგმილია დაახლოებით 2, 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რომელთა ნაწილს ქალაქის ბიუჯეტი გაიღებს. მეგაპოლისის მერმა ბილ დე ბლაზიომ იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივით სამუდამოდ გაქრება ნიუ-იორკში უსახლკარო ახალგაზრდები. ექსპერიმენტი გააპროტესტა ამერიკელების ნაწილმა, რომლებიც თვლიან, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები არ უნდა მოხმარდეს ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც მუშაობა არ სურთ. უსახლკაროთა დიდი ნაწილი კი, ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. 85 4-ს მოსწონს
|