საზოგადოება "მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I) 2021, 6 მაისი, 9:49 ბავშვობიდანვე მათ ყველაფერი აქვთ, რასაც ზრდასრული ადამიანი ინატრებდა-დიდება, ფული, უსაზღვრო შესაძლებლობები და გავლენაც კი. მათ არ იციან, რა არის უბრალო ბავშვური სიხარულები, სამაგიეროდ იციან, რამდენი უნდა ღირდეს მათი მორიგი სათამაშო და როგორ აიძულონ მშობლები, გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ.
ბლუ აივი, 9 წლისმშობლები: ბიონსე და ჯეი-ზი დაბადების თარიღი: 2012წ. 7 იანვარიბიონსეს და ჯეი-ზის პირველი შვილი, ბლუ აივი კარტერი რომ დაიბადა, მას ძვირფასი საჩუქრების მთელი მთა დახვდა, მათ შორის იყო ძვირფასი ქვებით შემკული დიზაინერული სკამი, 50 ათას დოლარიანი საბავშვო ეტლი და აუარება ბრენდული სამოსი. გოგონა ოჯახის ნებიერა იზრდებოდა და მშობლები დღესაც მზად არიან მისი ნებისმიერი კაპრიზი აასრულონ. საღამოს წვეულებები დაბადების დღის აღსანიშნავად, სალუქსო ავტომობილების მინი-ვერსიები (გოგონას ავტო-პარკში უკვე არის ვარდისფერი Cadillac და ცისფერი Lamborghini), არაბული ცხენი (75 ათასი დოლარი), საიუველირო სამკაულები და ბოლოს, დიზაინერული კაბები, რომლებიც დედის გარდერობის ასლებია. როგორც ჩანს, ბლუ აივის მშობლები ვერ გრძნობენ ცნებებს "გახარებას" და "გათამამებას" შორის განსხვავებას. ბლუ აივი მშობლებთან ერთად Grammy Awards 2018-ზე2017 წელს, ბლუ აივის უმცროსი ტყუპი და-ძმა, სერ და რუმი მოევლინა ქვეყანას, რომელთა სახელები მომღერალმა წინასწარ დაარეგისტრირა აშშ სავაჭრო პალატაში, როგორც სავაჭრო ნიშანი. ინსაიდერების თქმით, ბიონსემ მოისურვა უფროსი ქალიშვილის მიყვანა სამშობიარო პალატაში, რათა მას არ ეგრძნო თავი ოჯახისგან მოტოვებულად, და სპეციალურად ამ მოვლენისთვის გოგონასთვის Givenchy-ის მედდის კოსტიუმი შეუკვეთა.
სური კრუზი, 15 წლისმშობლები: კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი დაბადების თარიღი: 2006 წ. 18 აპრილისური კრუზი Z100's Jingle Ball 2017-ზეამ წელს ის 15 წლის გახდა. როგორც ჩანს, გოგონა უკვე მზად არის იმისთვის, რომ მომავალში ნიუ-იორკის ოქროს ახალგაზრდობის დედოფალი გახდეს. თვითონ განსაჯეთ: კეტი ბავშვობიდანვე ტანსაცმელს თვითონ ირჩევს (ამჯობინებს კაბებს და ბოლოკაბებს, ფეხსაცმელი კი ქუსლიანი უნდა იყოს), თვითონ ანთავისუფლებს თანამდებობიდან თავის მასწავლებლებს, თავისუფალ დროს კი დაქალებთან ერთად მანჰეტენის ცენტრში მდებარე მანიკურის სალონებს სტუმრობს. შვიდი წლისას საკუთარი სამოსის ხაზიც კი ჰქონდა. ნიუ-იორკის პრინცესა ტაქსის აჩერებს - სკოლიდან მომავალი სურისური დედასთან ერთად ცხოვრობს და თითქმის არ აქვს კონტაქტი მამასთან. თუმცა ტომ კრუზი მაინც რეგულარულად უგზავნის შვილს ძვირფას საჩუქრებს. გოგონას დემოკრატიულად აღზრდაზე კეტი ჰოლმსია პასუხისმგებელი. მას პერიოდულად დაჰყავს ქალიშვილი კალათბურთის მატჩებზე და მუზეუმებში, და ძალიანაც კარგი. თუ ადრე სური ისტერიკებს მართავდა და ითხოვდა, რომ უფრო სალუქსო ადგილებში გაეტარებინა დრო, ახლა უფრო მოკრძალებულად იქცევა.
ვალენტინა პალომა პინო, 13 წლისმშობლები: სალმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო დაბადების თარიღი: 2007 წ. 21 სექტემბერისალმა ჰაიეკი ქალიშვილთან ერთად დასვენებისასთავისი ერთადერთი ქალიშვილი სალმა ჰაიეკს 41 წლისას შეეძინა. ექიმები ეჭვობდნენ, რომ გოგონა დაუნის სინდრომით დაიბადებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ჰაიეკ-პინოს ოჯახი ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, როცა დედა მსოფლიოში ცნობილი მსახიობია, მამა და ბაბუა კი ფორბსის სიების ხშირი სტუმრები არიან, არაფერი გაგიჭირდება. ასე რომ ვალენტინამ პატარობიდანვე იცის, რა არის მოდური გარდერობი და იდეალური მანიკური. გოგონას მამა, მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო, გიჟდება თავის შვილზე (სხვათაშორის განსხვავებით მისი ყოფილი პასიის, ლინდა ევანგელისტას ბავშვისგან) და უკვე შეიძინა მისთვის ლოს-ანჯელესში 12 მილიონი ღირებულების მამული. ბერონ ტრამპი, 15 წლისმშობლები: დონალდ და მელანია ტრამპები დაბადების თარიღი: 2006 წ. 20 მარტიდონალდ ტრამპი შვილთან ერთად ინაუგურაციაზე, 2017წ. 20 იანვარიაშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი მამის ასლია (დედამისმა, მელანიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში მას "მინი დონალდიც" კი უწოდა): იგი არა მარტო ჰგავს ტრამპს ახალგაზრდობაში, პერიოდულად მამის ტანსაცმლის სტილსაც კი კოპირებს და უპირატესობას კოსტიუმებს გრძელი ჰალსტუხებით ანიჭებს. დიდი ხნის განმავლობაში პრესა და ინტერნეტის მომხმარებლები ხუმრობდნენ მის უცნაურ "ქცევებზე" საზოგადოებაში (ამბობდნენ კიდეც, რომ ბერონ ტრამპი აუტისტია, რის შემდეგაც მათ სოც ქსელებში პროფილები უუქმდებოდათ, ზოგიერთი ჟურნალისტი კი მაშინვე სამსახურს კარგავდა). თუმვა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბერონი უბრალოდ არ იყო მიჩვეული მთელი მსოფლიოს მხრიდან ყურადღებას და ამჯობინებდა ნიუ-იორკის "ოქროს ბიჭუნას" მოკრძალებულ ცხოვრებას: კერძო სკოლაში სიარულს, სადაც სწავლა წელიწადში 45ათასი დოლარი ღირს, Trump Tower-ში მისთვის განკუთვნილ სართულზე გართობას, დაცვის თანხლებით სეირნობას და დედის კოსმეტიკური ხაზის შავი ხიზილალის სახის ნიღბების კეთებას. გაგრძელებასაინტერესო სტატიები:როგორ გამოიყურებიან ყველაზე მდიდარი ადამიანების ცოლები სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან 689 3-ს მოსწონს
|