x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ გამოიყურებიან ყველაზე მდიდარი ადამიანების ცოლები
image

იმისთვის, რომ მილიარდერის ცოლი გახდეთ, სულაც არ არის საჭირო მოდელის გარეგნობა გქონდეთ. ამის მტკიცებულება ქვემოთ მოყვანილი ქალბატონების ჩამონათვალია, რომელთაც სტანდარტული გარეგნობა აქვთ და რომლებმაც შესძლეს დაეპყროთ შეძლებული მამაკაცების გულები. ისიც მცდარი აზრია, რომ მილიარდერების ცოლები მთელ დროს დაუსრულებლად სალონებში, ფიტნეს-კლუბებში, საღამოს შეკრებებზე და რესტორნებში ატარებენ. ასეა თუ არა ეს? ვინ არიან პლანეტის უმდიდრესი ადამიანების საყვარელი ქალბატონები?

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

image

მარკ ცუკერბერგი, ცნობილი როგორც ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, უკვე რამდენიმე წელია ფორბსის ტოპ ჩამონათვალებშია. და სანამ მარკი თავის ბიზნესს "აშენებს", ოჯახს პრისცილა ჩანი უძღვება. პრისცილა მარკმა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. არასამოდელო გარეგნობის უბრალო გოგონამ მომავალი მილიარდერი იმით მოხიბლა, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც კი სჯეროდა მარკის წარმატების. რაც არ უნდა მომხდარიყო მის კარიერაში, პრისცილა ყოველთვის მის გვერდით იყო. შეიძლება სწორედ ამიტომ, 2012 წელს მარკ ცუკერბერგმა პრისცილა ჩანს ხელი სთხოვა, სამი წლის შემდეგ კი გოგონას მშობლები გახდნენ.

უორენ ბაფეტი და ასტრიდ მენკსი

image

image

უორენ ბაფეტის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორის ქონება 100 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. თავის მეუღლეს, ასტრიდს, უორენი გასული საუკუნის 70-იანებში შეხვდა. იმ პერიოდში ასტრიდი უბრალო მიმტანად მეშაობდა. ქალიშვილს შეუყვარდა მომავალი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ იგი მასზე 16 წლით უფროსი იყო. ისინი დღემდე ერთად არიან.

ბილ და მელინდა გეითსები


image

ბილ გეითსის ქონება დიდი ხანია ათეულობით მილიარდია, და უკვე არა პირველი წელია, იგი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანების ტოპ ათეულში (ფორბსის ვერსიით) შედის. თავის მეუღლეს ბილი გასული საუკუნის 80-იანებში შეხვდა Microsoft-ში, მელინდა ამ პერიოდში აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა. 1994 წელს წყვილმა თავისი ურთიერთობები დააკანონა და დღემდე ერთად არიან, ჰყავთ სამი შვილი.

ლარი პეიჯი და ლუსინდა საუტვორთი

image

ლუსინდა, ლარი პეიჯის, Google-ის ერთ-ერთი დამაარსებლის მეუღლე გახდა, გაცნობიდან რამდენიმე თვეში. და ეს, პრაქტიკულად ყველაფერია, რაც მასზეა ცნობილი, გარდა იმისა, რომ ლუსინდა 7 წლით უმცროსია მეუღლეზე.

ჯეფ და მაკკენზი ბეზოსები

image

ჯეფ ბეზოსი ცნობილია, როგორც Amazon-ის დამფუძნებელი. ჯეფმა მომავალი მეუღლე 1992 წელს გაიცნო ოფისში, რომელიც მის სიახლოვეს მდებარეობდა, მომავალი მეუღლის ყურადღება კი გოგონას მხიარულმა კისკისმა მიიპყრო. ერთი წლის თავზე ისინი შეუღლდნენ და ოთხი შვილი შეეძინათ.






იხილეთ ასევე:




სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image

სხეულის რომელი ნაწილები გვამცნობს ქალის რეალურ ასაკს და ფოტოები, რომლებიც ცნობილი ქალბატონების ასაკს გასცემს

image


როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე

image


ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image








0
314
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
314