ბიოგრაფია სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ 2021, 22 აპრილი, 15:11 ![]() ბევრს კითხულობდა ცნობილი რევოლუციონერის და სტალინის დიდი მეგობრის ვაჟი არტიომ სერგეევი, მამის გარდაცვალების შემდეგ, 1 წლის ასაკიდან, სტალინის სახლში, მის შვილებთან ერთად იზრდებოდა. ის იხსენებდა, რომ სტალინი ძალიან ბევრს კითხულობდა და კითხვის დროს, მას ხელში ყოველთვის ფანქარი ეჭირა. სტალინის სახლში წიგნები ყველგან ეწყო. ღამეში ბელადი 500 გვერდამდე ტექსტს კითხულობდა, მნიშვნელოვან ადგილებს ხაზავდა, ხოლო თუ რამე მოეწონებოდა, სანიშნებს აწყობდა. ცხოვრების მანძილზე, რამდენი წიგნი წაიკითხა ბელადმა, — უცნობია. საკუთარი ბიბლიოთეკისთვის ის მხოლოდ იმ წიგნებს არჩევდა, რომელიც მოსწონდა. გარდაცვალების შემდეგ, მის ბიბლიოთეკაში 20 ათასზე მეტი წიგნი იყო. მარქსიზმ-ლენინიზმის დამფუძნებელთა შრომების გარდა, იქ ინახებოდა წიგნები ბოლშევიკური პარტიის ისტორიის შესახებ. ბევრი წიგნი იყო ფილოსოფიის სფეროდან — სპინოზიდან დაწყებული – ჰეგელით დამთავრებული. იყო სამხედრო საქმის, სოციოლოგიის, პოლიტეკონომიის, ფსიქოლოგიის და გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიული წიგნები და მემუარები. სტალინს ლიტერატურაც უყვარდა და განსაკუთრებით მაინ რიდის, ჟიულ ვერნის და ფენიმორ კუპერის შემოქმედებას აფასებდა. იყო თავშეკავებული და ირონიული
ხოლო, როდესაც მის მიმართ ვინმე ლოიალურობას გამოხატავდა და ერთგულების დემონსტრირებას შეეცდებოდა, ხუმრობდა: «აქ კი როგორც წესია, «ვაშა! ვაშა! გაუმარჯოს პარტიას და მის ბელადს — დიდ სტალინს!» — და სიცილით ამატებდა: «ჰგონიათ, რომ ამით ჩემს მოსყიდვას შეძლებენო». კარგად იცოდა გრამატიკა ბელადს არ უყვარდა სტილისტური, ორთოგრაფიული ან პუნქტუაციური შეცდომები. თუ ასეთი შეცდომა წიგნში იყო, ის ფანქრით იქვე ასწორებდა. ის ხან, ირგვლივმყოფებს, გრამატიკაში ტესტებს უტარებდა. მას შეეძლო, ნებისმიერისთვის ფურცელი გაეწოდებინა და ტექსტის დაწერა ეთხოვა, რომელსაც თავადვე კარნახობდა და შემდეგ, ასწორებდა კიდეც. თვლიდა, რომ ადამიანი მისი განათლების შესაბამისად აზროვნებდა. ხოლო, თუ ის გაუნათლებელი იყო, — მისი აზრებიც ქაოტუი და ფრაგმენტული იქნებოდა. ბელადი თვლიდა, რომ მუშები და გლეხები, კაპიტალისტების ჯინაზე, კარგად განათლებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. ცოტა ეძინა
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწოლში იშვიათად ეძინა. უფრო ხშირად, დივანზე იძინებდა, რომელიც თითქმის ყველა ოთახში იდგა. ღამე მუშაობის დაწყებამდე, ის აბრეშუმის ხალათს და ძველ ფლოსტებს იცვამდა, რომელიც იმდენად უყვარდა, რომ სულ თან დაჰქონდა. ერთხელ კი, ფლოსტები სოჭში დარჩა და მის ჩამოსატანად, კაცი გაგზავნა. არ სვამდა ვახშამზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კრების სახეს ღებულობდა, სტალინი სასმელს არ ეკარებოდა. ხილო, დღესასწაულებზე, მხოლოდ თითო ჭიქა ქართულ ღვინოს «თელიანს», «წინანდალს», «ხვანჭკარას», «ოჯალიშს» ან «ცოლიკაურს» გეახლებოდათ. მისი მმართველობის 23 წლის მანძილზე, დაცვას ნასვამი სტალინი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და ორჯერვე, გენერალური შტაბის უფროსის სერგეი შტემენკოს დაბადების დღეზე დათვრა. მოკრძალებულად იცვამდა და ხელმომჭირნე იყო
ყურადღებიანი იყო უბრალო ხალხის მიმართ სახელმწიფო მეთაური უბრალო ხალხისადმი ყოველთვის ყურადღებიანი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ის მომსახურე პერსონალს საკუთარ სუფრასთან პატიჟებდა და ხანგრძლივად ესაუბრებოდა. ერთხელ დაინახა, რომ გუშაგი წვიმაში სველდებოდა და მისთვის თავშესაფრის აშენების ბრძანება გასცა. ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც მეთაურები მეომრების მიმართ გულგრილობას იჩენდნენ. ერთხელ მან შეიტყო, რომ ფრონტზე დაბალი ხარისხის ეკიპირება გაგზავნეს და პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებითაც პრობლება იყო. «გრცხვენოდეთ! თავადი სუვოროვი და კუტუზოვი თქვენზე, — წითელ მეთაურებზე უკეთესად ზრუნავდნენ საკუთარ ჯარისკაცებზე!» — წამოიძახა ბელადმა. უყვარდა ძაღლები სტალინს ძალიან უყვარდა ცხოველები. ამბობდნენ, რომ მას სახლში არაერთი კატა ჰყავდა, რომლებსაც ვასკებს და მურკებს ეძახდა. ხოლო, მის საყვარელ ლელიანის კატას კობა ერქვა. მაგრამ, ეს, სავარაუდოდ, ჭორებია. ხოლო, ის რომ ბელადს ძაღლები უყვარდა, ცნობილი ფაქტია — ტურხანში (ციმბირი) გადასახლების დროს, ის მაწანწალა ძაღლს იაშას თავისი თეფშის გალოკვის უფლებასაც კი აძლევდა. მას ძაღლები მოსკოვშიც ჰყავდა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი, სპანიელი მილკა იყო, რომელიც მას ნიდერლანდების დედოფალმა ვილჰელმინამ აჩუქა. ![]() რაც შეეხება კატებს, კრემლში მართლაც ცხოვრობდა ერთი კატა, რომელსაც მომსახურე პერსონალი მისგან ყოველთვის მალავდა. თუმცა, ერთხელ, მას კატა თვალში მაინც მოხვდა, ბელადმა გაიღიმა და ცხოველს მშვიდად მიესალმა. არხის სხვა სიახლეები:
3093 7-ს მოსწონს
|