ბიოგრაფია გოგონა, რომელიც ათი წელი, მაუგლივით მტაცებლებთან და ველურ ტომებთან ცხოვრობდა 2023, 11 აპრილი, 16:03 ითლება, რომ ადამიანებს გარეულ ცხოველებთან ახლო ურთიერთობა არ შეუძლიათ. თუმცა, ერთი ფრანგული ოჯახის მაგალითი, ამ მტკიცებულებას უარყოფს. მათი ქალიშვილი ტიპი, გარეული ცხოველების გარემოცვაში გაიზარდა და ადგილობრივ ტომებთან ურთიერთობდა. ამასთან, თანამედროვე «მაუგლიმ» განათლებაც მიიღო და გრძნობიერ ადამიანად ჩამოყალიბდა. ბავშვობა ტიპის მშობლებმა — ფოტოგრაფებმა ალან და სილვია დეგრებმა აფრიკაში ცხოვრება და მისი ბუნების შესახებ, დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. წყვილს მოსწონდა ველური ბუნების წიაღში ყოფნა და როდესაც ქალიშვილი შეეძინათ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატეს. როდესაც გოგონა წამოიზარდა, ის მშობლებს ყველგან თან ახლდა. ამასთან, პატარას, ველური ცხოველების საერთოდ არ ეშინოდა. ოჯახი კარავში ცხოვრობდა და აფრიკის ქვეყნებში ავტომობილით მოგზაურობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სადაც დაუღამდებოდათ, მათი სახლიც იქ იყო... უცნაური მეგობრები ნებისმიერ ადამიანს ურთიერთობა ესაჭიროება. ტიპიც გამონაკლისი არ იყო და მეგობრებს ყველგან პოულობდა. მაგ., მისი მეგობარი უზარმაზარი სპილო აბუ იყო. ის გოგონას, ხორთუმით ზურგზე ისვამდა. ხოლო, როდესაც ტიპი წამოიზარდა, თავადვე ადიოდა მის ზურგზე და ყურებზე ჩაჭიდებული, სეირნობდა. ხოლო შემდეგ, ლეოპარდს დაუმეგობრდა. თავად გოგონას თქმით, ამაში რთული არაფერია. უბრალოდ, ცხოველს უნდა აჩვენოთ, რომ მისდამი მეგობრულად ხართ განწყობილი, არ უნდა გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და მის სიახლოვეს, არ უნდა შფოთავდე. ტიპის ძალიან კარგად ესმის ცხოველების და შეუძლია ახსნას, თუ რას ნიშნავს მათი ქცევა, მათ მიერ გამოცემული ხმები, გამოხედვა და სხეულის მოძრაობები. გოგონა მშვიდად ურთიერთობს ლომებთან, გეპარდებთან, ჟირაფებთან, ნიანგებთან, გველებთან და ველური ბუნების ბევრ სხვა წარმომადგენელთან. მის მეგობრებს შორის, სპილოს გარდა, იყო ლომის ბოკვერი მუფასი, ქამელეონი ლეონი და ლეოპარდი ჯეი, რომელთანაც ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც კატასთან. ტიპის მეგობრები, ადგილობრივი ტომების ბავშვებს შორისაც ჰყავდა. მათ გოგონას, ცხოველის კვალის ამოცნობა და მშვილდიდან სროლა ასწავლეს და ბევრი სასარგებლო უნარი განუვითარეს. განათლება როდესაც ბავშვი 10 წლის გახდა, მშობლები მის მომავალზე დაფიქრდნენ – გოგონას სოციუმი და განათლება სჭირდებოდა. ამიტომ, მათ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ცივილიზაციასთან შეჩვევა ტიპის პარიზში მოუხდა... და ეს, ძალიან რთული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში: თავისუფლად გაზრდილს, თანატოლებთან ურთიერთობა და სამოსის ტარება უჭირდა. არც მეზობლებთან ერთად, ბინაში ცხოვრება და გარკვეული წესების დაცვა იყო ადვილი. სკოლაში ტიპიმ მხოლოდ 2 წელი იარა, ხოლო შემდეგ, უფრო კომფორტულ –სახლში სწავლებაზე გადავიდა. ამის პარალელურად, გოგონა ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო ბავშვთა ფონდის სპიკერი გახდა. ტიპი ცნობილი პატარა ასაკიდან იყო. მის შესახებ 1997 წელს დოკუმენტური ფილმი – «Tippi of Africa» («ტიპი აფრიკიდან») გამოვიდა. ხოლო, 1998 წ. მისმა მშობლებმა, იგივე სახელით, წიგნი გამოსცეს, რომელიც ბესტსელერად იქცა. ტიპი დღეს დღეს ტიპი 33 წლის არის და ის კვლავ აგრძელებს ველურ ბუნებაზე ზრუნვას. გოგონამ სორბონის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა და კონტრაქტი «Discovery»-თან გააფორმა. ტიპი წიგნებს წერს აფრიკის შესახებ, კარგად ხატავს და იღებს ფილმებს ველურ ბუნებაზე. ის კონფერენციებს ატარებს საზოგადოების განათლებისთვის, ადამიანებსა და ცხოველებს შორის, მჭიდრო კავშირის მიმართულებით. ის ასევე ოცნებობს, რომ ოდესმე, საკუთარი ნაკრძალის შექმნას შეძლებს, გადაშენების პირას მყოფი, აფრიკული ცხოველების სახეობებისთვის. არხის სხვა სიახლეები:* გობის უდაბნოს ქვეშ უცხოპლანეტელების უდიდესი ქალაქია* თუ ცხოველები გიყვართ – 20 პოზიტიური ფოტო* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»1070 2-ს მოსწონს
|