ბიოგრაფია როგორ გახდა საბჭოთა კავშირის უპირველესი დიპლომატი CIA-ს აგენტი და როგორ გაიქცა აშშ-ში 2021, 5 აპრილი, 7:48
1978 წლის 5 აპრილს გაჩაღდა დიპლომატიური სკანდალი სსრკ-სა და აშშ-ს შორის. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა დიპლომატმა, არკადი შევჩენკომ თავშესაფარი მოითხოვა შეერთებულ შტატებში და აღიარა, რომ მუშაობდა ამერიკული დაზვერვის სასარგებლოდ.
საბჭოთა კავშირის მთავარი მოღალატის ამბავს, რომელსაც ჰქონდა ყველა შანსი გახდარიყო შემდეგი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვემოთ გაეცნობით.
დაიბადა ქალაქ გორლივკაში (დონეცკის ოლქი), ხუთი წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ევპატორიაში გადავიდა. 1949 წელს ჩააბარა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც 1954 წელს წარჩინებით დაამთავრა, იქვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში და წარმატებით დაიცვა დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე. ინსტიტუტში დაუმეგობრდა საბჭოთა დიპლომატის, მოგვიანებით სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი გრომიკოს შვილს ანატოლის, რის შემდეგაც ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს. 1956 წლიდან მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში. 1970 წლისთვის კი იგი საგარეო საქმეთა მინისტრის ა. გრომიკოს პირადი მრჩეველი გახდა. 1973 წელს დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილედ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან დაიწყო სსრკ-ს შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა CIA- სთვის. 1975 წლის მარტში შევჩენკოს გადაწყვეტილი ჰქონდა შეერთებულ შტატებში სამუდამოდ გაქცევა, მან ამისთვის მიმართა გაეროში ამერიკის მუდმივ წარმომადგენელს, მაიკლ შარპს, რომელთანაც ოჯახებით მეგობრობდა და ხშირად სვამდნენ ვისკის ერთად. ამერიკელმა კოლეგამ მას დაუნიშნა შეხვედრა კონსპირატიულ ბინაში, მაგრამ შარპის ნაცვლად, მასთან CIA– ს წარმომადგენლები მოვიდნენ . ამერიკული დაზვერვის ოფიცრების წინადადების მოსმენის შემდეგ, შევჩენკომ კინაღამ ინფარქტი მიიღო. გაეროში ამჟამინდელი საბჭოთა მუდმივი წარმომადგენლის სტატუსს და ქვეყნის მთავარ საიდუმლოებებზე წვდომას, შეიძლება დაეჩქარებინა დიპლომატის აშშ-ში გადასვლა. მცირე ფიქრის შემდეგ, შევჩენკო დაეთანხმა ამერიკელთა წინადადებას გამხდარიყო CIA– ს ჯაშუში და ემუშავა აშშ-ს სასარგებლოდ .ამერიკელებმა სპეციალური საქაღალდე შექმნეს, რომელიც შევჩენკოს ხელმოწერით იწონებდა თავს, რაც ადასტურებდა, რომ იგი თავისი ნებით დათანხმდა ამ სამუშაოს. საბჭოთა დიპლომატი უკვე ყურებიდან ჰყავდათ დაჭერილი. 1975 წლიდან გაეროს საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობიდან ამერიკული დაზვერვის აგენტმა დაიწყო რეგულარულად ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებების CIA– სთვის გადაცემა. მისმა თანამდებობამ და დიპლომატიურმა სტატუსმა შესაძლებელი გახადა ასეულობით უმაღლესი საიდუმლო დოკუმენტი გაეცა.ეს გაგრძელდა დაახლოებით სამი წელიწადი, სანამ შევჩენკო მოსკოვში არ დაიბარეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ – იორკში კგბ – ს რეზიდენტს იური დროზდოვს ეჭვმი ჰქონდა, რომ შეიჩენკო ჯაშუშობდა აშშ-ს სასარგებლოდ და აგზავნიდა კიდეც ამის შესახებ დაშიფრულ დეპეშებს მოსკოვში, თუმცა კგბ-ში არ ეჯერათ და ასე პასუხობდნენ: "დაივიწყე, ეგ ხომ გრომიკოს კაცია" შევჩენკომ მტკიცედ გადაწყვიტა გაქცევა, იგი იმედოვნებდა, რომ ცოლი ლეონგინა, დევნისა და ანგარიშსწორების საფრთხის მიუხედავად მას გაჰყვებოდა და უარს იტყოდა სსრკ-ში დაბრუნებაზე. შევჩენკომ ცოლი მაინც არ წაიყოლა- 1978 წლის 4 აპრილს, გვიან ღამით, იგი სახლიდან გავიდა, თან წაიყოლა მხოლოდ ქოლგა და ცოლის რამდენიმე ფოტო. დიპლომატმა შინ დატოვა ჩანაწერი, რომელშიც მოკლედ აღწერილი იყო, თუ როგორ უნდა დაკავშირებოდა ცოლი. თუმცა, ლეონგინამ ვერ გადაიტანა ეს ამბავიდა ერთი თვის შემდეგ, როდესაც მოსკოვში ცნობილი გახდა მისი ქმრის ღალატის შესახებ, მან თავი მოიკლა. შევჩენკოს სსრკ-ში მას დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა სამშობლოს ღალატისთვის. გაქცეულ დიპლომატს განსაკუთრებით არ აწუხებდა ცოლის თვითმკვლელობა. ღალატის შემდეგ მას ჰქონდა რომანი ერთ მეძავთან, რომელსაც იგი CIA– ს მეთვალყურეობის ქვეშ ხვდებოდა, შემდეგ უკვე სცადა ნორმალური პირადი ცხოვრების აწყობა. ამისათვის ყველა პირობა უკვე არსებობდა . 1980 წლისთვის შევჩენკო უკვე აღარ იმალებოდა და ნელნელა ხალისით იძლეოდა ინტერვიუებს როგორც ქუჩაში, ასევე საკუთარ სასახლეში. ნიუ იორკის მახლობლად, რომელიც მისთვის CIA–მ უყიდა. შევჩენკოს მეორე ქორწინება საკმაოდ სწრაფად დასრულდა გაყრით, მაგრამ CIA– ს აგენტი უკვე გამოცდილი იყო სასიყვარულო საქმეებში, ამიტომ მალე იგი მესამედ დაქორწინდა, ამჯერად საბჭოთა ემიგრანტზე, რომელსაც თან ქალიშვილი მოყვა. ახალი ცოლი აიძლებდა დიპოლომატს ყველა მისი ახირება შეესრულებინა, შევჩენკომ იძულებული თავისი ქონების უმეტესი ნაწილი სსრკ – სა და აშშ – ში გაეყიდა, თანხის ამოწურვის შემდეგ იგი ცოლმა მიატოვა.1996 წელს შევჩენკომ თავი ბანკტორად გამოაცხადა. შევჩენკო 1998 წლის 28 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვიძლის ციროზით. დაკრძალულია Rock Creek-ის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე 280 5-ს მოსწონს
|