x
image
ირინა მ.
ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image

სიგარეტის მოწევა-ნელი თვითმკვლელობაა. სწორედ ასე უწოდებენ მას მეცნიერები. თამბაქოს კვამლი შეიცავს 4800-ზე მეტ ქიმიურ მინაერთებს და თითქმის ყველა ისინი ტოქსიკურია, კარცეროგენებს შეადგენს და შეუძლიათ მუტაციები გამოიწვიონ. მეცნიერებისთვის ზუსტად არის ცნობილი ის 69 კარცეროგენი, რომელსაც სიგარეტი შეიცავს. ასეთ კვამლში არის ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა დარიშხანი, ტყვია, აზოტის ოქსიდი, ამიაკი და სხვ. წარმოგიდგენთ რამდენიმე შოკისმომგვრელ ფაქტს მოწევაზე და სიგარეტზე.

1. ყოველ წელს პასიურ მოწევას ეწირება ასეულ ათასობით ადამიანი.

image

2. ყოველდღე მსოფლიოში მოსახლეობა 15 მილიარდ ღერ სიგარეტს ეწევა.

image

3. მწეველების დაახლოებით 1/3 ჩინეთში ცხოვრობს. მწეველების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს კუბა, ლივანი და მონღოლეთი.


image

4. რუსეთში დაახლოებით 47 მილიონი მწეველია.

image

5. რუსეთში ყოველი მეათე მწეველი ქალია, ყველა მწეველების დაახლოებით 60%-მამაკაცი.

image

6. მეცნიერთა მონაცემების მიხედვით ალკოჰოლისგან და სიგარეტისგან თავის შეკავებას, აგრეთვე სწორ კვებას და ფიზიკურ ვარჯიშს, შეუძლია ხელი შეუშალოს კიბოს ყველა სახეობის 30% ჩამოყალიბებას.

image

7. მიუხედავად, იმისა რომ მან პირის ღრუსთან დაკავშირებით 30 ოპერაცია გაიკეთა, ფრეიდი არ ანებებდა თავს მოწევას.

image

8. მოწევაზე უარის თქმიდან 48 საათის შემდეგ იწყება ნერვული დაბოლოებების აღდგენა, რის შედეგადაც ნორმაში მოდის ყნოსვა და გემოს შეგრძნება.

image

9. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ეწევა.

image

10. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სიგარეტის გამო შეიძლება თმა ბევრად ჩქარა გაჭაღარავდეს.

image

11. მოწევა გულის შეტევის რისკს 200-400 პროცენტით ზრდის.

image

12. ფილტრს, რომელიც თითქოს მწეველს იცავს, ცელულოზის აცეტატი ეწოდება. სრული დაშლისთვის მას 2-დან 10 წლამდე სჭირდება. იგი დამზადებულია სინთეტიკური მასალისგან და კვამლი, რომელიც ცელულოზის აცეტატს გაივლის, მავნებელია არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ აბინძურებს ჰაერს და ნიადაგს.

image

13. ყოველ 6 წამში მსოფლიოში მოწევისგან და იმ ავადმყოფობებისგან, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული, იღუპება ერთი ადამიანი.

14. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი მწეველი სიცოცხლეს იმოკლებს დაახლოებით 18 წლით.

image

15. თამბაქოს მოწევით ყალიონის მეშვეობთ თქვენს ორგანიზმში 25-ჯერ მეტი კუპრი ხვდება, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტით.

image

16. მოცემულ მომენტში უკვე 16 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული მოწევისგან.image

17. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კიბოს ათი სახეობიდან ცხრა გამოწვეულია მოწევისგან. აი, კიბოს რამდენიმე სახეობა, რომელიც მოწევისგან არის გამოწვეული: ყელის, პირის, ცხვირის ლორწოვანის, საყლაპავის, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმლის, შარდის ბუშტის და საშვილოსნოს ყელის კიბო.

image

18. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადებების (copd) 8-10 შემთხვევა მოწევის შედეგია. მოცემული მომენტისთვის აღნიშნული დაავადებები ვერ იკურნება.

image

19. მწეველ ქალებს 40%-ით მეტი შანსი აქვთ copd-ის განვითარებისა, ვიდრე არამწეველებს.

image

20. მოწევა და პასიური მოწევა ბავშვების და მოზარდების ფილტვების განვითარებას აფერხებს.

image

21. დაახლოებით 18 მილიონი საშუალოდ 20 წლის მამაკაცი ერექციული დისფუნქციისგან იტანჯება მოწევის გამო, ვინაიდან სიგარეტის კვამლი სისხლის ცირკულაციაზე მოქმედებს.

image

22. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მწეველებში 30-40%-ით უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში.

image

23. არამწეველებში, რომლების პასიური მწეველწბის როლში გამოდიან სახლში ან სამსახურში, ფილტვის განვითარების რისკი 20-30%-ით იზრდება, გულის დაავადებისა კი 25-30%-ით.

image

24. ბავშვები, რომლებიც აგრეთვე პასიური მწეველების როლში არიან (სიგარეტის კვამლს სუნთქავენ), ხშირად ავადმყოფობენ ბრონქიტით, მნევმონიით და შუა ყურის ანთებით.

25. 3-დან 11 წლამდე ბავშვების ნახევარზე მეტი პასიური მწეველები არიან.

image

ცნობისთვის: პასიური მწეველი-ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამონასუნთქ კვამლს.






image

იხილეთ აგრეთვე:




რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image


როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

image


კუნძულზე დიდი ბრიტანეთის (სადაც კოვიდი ბობოქრობს) ცენტრში, ვირუსს ადვილად გაუმკლავდნენ

image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image


რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?

image


შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს?

image


საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?

image


პოპულარული ჟესტები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ

image


რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში

image








0
618
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0