სხვა შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს 2020, 16 ნოემბერი, 12:14 ალბათ ბევრს გაუგია გამოთქმა, "ბევრს ნუ ჭამ, თორემ გასკდები". რა თქმა უნდა, ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ გასკდება, მაგრამ შეიძლება თუ არა ასეთი რამ კუჭს დაემართოს? და რა შემთხვევაში? ადამიანის კუჭიჩვენი კუჭი, ეს თავისებური კუნთების "ტომარაა", რომელსაც გაფართოვება შეუძლია. დაწყნარებულ მდგომარეობაში მოზრდილი ადამიანის კუჭის ტევადობა დაახლოებით 0, 5 ლიტრია. როდესაც მივირთმევთ, იგი ზომაში თანდათან იმატებს, ეს კუნთების წყალობით ხდება. თუ ადამიანი ზომაზე მეტს მიირთმევს, და ამას რეგულარული ხასიათი აქვს, მისი კუჭი შეიძლება ნორმაზე მეტად გაფარდოვდეს. ცნობილია შემთხვევები, როცა ჭარბი წონის ადამიანების კუჭი, საკვების მიღების დროს 5 ლიტრამდე გაფართოვდა. ეს ნამდვილ გიგანტებს ემართებათ, რომელთაც ერთ ჭამაზე ერთი ქვაბი კერძის "შთანთქმა" შეუძლიათ. თუმცა გაფართოებასაც თავის ზღვარი აქვს. ამასთან კუჭი რომ ძალიან გაფართოვდეს, ამისთვის დრო არის საჭირო. ამიტომ, თუ ადამიანი ძალიან სწრაფად მიირთმევს და ძალიან ბევრს, კუჭი შეიძლება მართლა გასკდეს, იმ პირობით, თუ დამცავმა მექანიზმმა არ იმუშავა. ასეთი შემთხვევები ისტორიაში იყო დაფიქსირებული: ესენი ძირითადად სწრაფი კვების კონკურსის მონაწილეები იყვნენ. რა იცავს ჩვენს კუჭს?საკვების გადამეტების დროს ადამიანში ღებინების რეფლექსი იწყებს მუშაობას, ანუ ჩვეულებრივ ადამიანს უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია ძალიან ბევრის ჭამა. საკვები, ეს ხომ სიამოვნებაა, რომლისკენაც ინსტიქტურად ყველა ცხოველი მიილტვის. თუმცა ზოგიერთს ღებინების რეფლექსი არ უჩნდება. მაგალითად, ხსენებული კონკურსის მონაწილეებმა შესძლეს ამ რეფლექსის გადალახვა. არსებობს სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატები, რომელიც ახშობს ამ რეფლექსს. და კიდევ, მას მშვენივრად ახშობს ორთოფოსფორის მჟავა, რომელიც "კოკა-კოლის" შემადგენლობაში შედის. ამიტომ, სწრაფი კვების სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება და კოკა-კოლის დაყოლება-ცუდი იდეაა, შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. რატომ არის საშიში?ჯერ ერთი, ეს ძალიან მტკივნეულია. მეორე, იწყება ძლიერი სისხლდენა. მესამე, კუჭში არსებული გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი საკვები ხვდება მუცლის ღრუში, რასაც ჯანმრთელობისთვის მთელი რიგი უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ერთი სიტყვით, სჯობს ექსპერიმენტებს თავი დავანებოთ და ნორმის ფარგლებში ვიკვებოთ. იხილეთ ასევე:# რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები # ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით # ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები # ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები.(გაგრძელება) # რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა # ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა # ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური # 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან 344 5-ს მოსწონს
|