x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან
image

საუზმე აუცილებელია მთელი დღის ენერგიის მარაგის შესავსებად და რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ შეიძლება კი ჩვენი საუზმე ჩავთვალოთ ჯანსაღად? გადახედეთ რას მიირთმევთ და ამოიღეთ ზოგიერთი პროდუქტი თქვენი კვების რაციონიდან.

1. ტკბილი ფანტელები

image

ამ პროდუქტში ბევრი ნახშირწყლებია და ცოტა უჯრედისი, ასე რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ნახტომისებური მატება, შემდეგ კი ისევ ნახტომისებური დაწევა. ეს კი გამოიწვევს ნერვოზულობას და შიმშილის გრძნობის გაძლიერებას. საჭიროა ისეთი ფანტელების შერჩევა, რომელშიც სამ გრამზე ნაკლები უჯრედისი არ იქნება.

2. ვაფლი ან ბლინები

image

მის შემადგენლობაში იშვიათადაა მთლიანი მარცვლები და უჯრედისები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გაყინულ მდგომარეობაში იყიდება).

3. მიუსლის ბატონჩიკები

image

მათი უმეტესობა შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ამასთან თითქმის არ შეიცავს ცილას და უჯრედისს. მოძებნეთ ისეთი მიუსლი, რომელშიც 5 გრ.-ზე ნაკლები შაქარი შედის.

4. პაკეტის წვენი


image

მაღაზიაში ნაყიდი წვენები თითქმის არ შეიცავს ნატურალურ ხილს და ბოსტნეულს. სამაგიეროდ მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ზოგჯერ კი სეროფი ფრუქტოზით. ყოველ დილას პაკეტის წვენების დალევა საუკეთესო არჩევანი არაა. უმჯობესია სახლში თვითონ მოიმზადოთ ფრეში, მაგრამ ძალიან არ გაგიტაცოთ, რადგან წვენებში პრაქტიკულად არ არის ცილები.

5. უცხიმო იოგურტი

image

ბევრი დილაობით მხოლოდ უცხიმო იოგურტს მიირთმევს. ეს ძალიან მავნებელია, რადგან მას არ აქვს არავითარი კვებითი ღირებულება, ე.ი. ვერც ენერგიას მიიღებ მისგან. იოგურტის შემდეგ ძალიან მალე დგება შიმშილის გრძნობა. საუზმის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 250-400 კკალ. იოგურტს თუ ხილს ან შვრიას დაუმატებთ, ამით თქვენ უფრო დაბალანსებულ საკვებს მიიღებთ.

6. ყავა

image

ზოგიერთი საუზმეზე მხოლოდ ყავას სვამს. ის ენერგიით გვავსებს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ცოტა ხნის მანძილზე და არ უზრუნველყოფს სრულყოფილ კვებას. თუ სამსახურში მიმავალი, ყავას მაღაზიაში ყიდულობთ, მითუმეტეს, უამრავ ზედმეტ კალორიებს იღებთ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ყავაში ნაღების და სეროფის დამატება გიყვართ), ხოლო ცილა და უჯრედისი ყავაში რა თქმა უნდა საერთოდ არ არის.

7. "პონჩიკი"

image

ცხიმიანი, შაქრიანი, რაფინირებული ნახშირწყლებიანი "პონჩიკი", საუზმის ის ვარიანტია, რომელსაც უნდა გაურბოდეთ. თუ მაინცდამაინც ასეთი საუზმე გსურთ, მაშინ მას დაუმატეთ მიხარშული კვერცხი (ცილების წყარო), ერთი მუჭა თხილი (სწორი ცხიმები) და ერთი ჭიქა რძე.

8. კარაქიანი ტოსტები

image

ტოსტერში ჩავდოთ პურის ნაჭერი, შემდეგ წავუსვათ კარაქი–რა არის ამაზე ადვილი. მაგრამ უკვე 45 წუთის შემდეგ მოგშივათ. პური არ შეიცავს ცილებს. ის შეიძლება დანამატის სახით მიირთვათ, მაგალითად იოგურტთან ერთად.

9. მაფინი

image

არც მთელ მარცვალს, არც უჯრედისს ის არ შეიცავს, კალორიები კი–600-დან 800-მდეა, ბევრად მეტი, ვიდრე ეს საუზმისთვისაა საჭირო. თუ ძალიან გინდათ, მხოლოდ ნახევარი მაინც მიირთვით და შეუხამეთ რაიმე ცილის შემცველს, მაგალითად იოგურტს.

10. კრუასანი

image

იგივე თეთრი პურია, ნახშირწყლები. საჭიროა გადავუსვათ ავოკადოს პიურე ან არაქისის კარაქი.

11. სწრაფი მომზადების შვრია

image

პაკეტების შვრია, რომელსაც საკმარისია მდუღარე წყალი დაასხა, თქვენი ყურადღების ღირსადაც კი არ ღირს. არაფერია მასში სასარგებლო. ეს შვრია უკვე ძალიან გასუფთავებული და დამუშავებულია, არ შეიცავს უჯრედისს. სამაგიეროდ მასში ბევრია შაქარი და სხვა მავნებელი დანამატები.

12. შემწვარი ბეკონი

image

გამოკვლევების თანახმად, დამუშავებული ხორცის სულ ცოტა 50 გრამი, რომელსაც ყოველდღე მიირთმევენ, გულსისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

ზოგი უარს ამბობს დილის საუზმეზე, მაგრამ დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ უმჯობესია ისაუზმოთ. თუ დილით არ იღებთ უჯრედისს და ცილებს, დღის განმავლობაში ძნელი იქნება ძალების აღდგენა. თუ თქვენ იმათ რიცხვში ხართ, ვინც დილაობით არ საუზმობს, იმიტომ რომ არ შია, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უმჯობესია, კვების რაციონს გადახედოთ. შესაძლოა თქვენ საღამოს, ვახშამზე ბევრ საკვებს იღებთ, ამიტომ ჯობია ცოტა შეამციროთ ვახშმის დოზები.


0
482
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0