სხვა მართალია თუ არა, რომ მზესუმზირამ შეიძლება აპენდიციტი (ბრმა ნაწლავის ანთება) გამოიწვიოს? 2021, 3 თებერვალი, 10:19 ![]() "არ ჭამო მზესუმზირა, თორემ მუცელი აგტკივდება!"-ნაცნობი ფრაზაა. ბევრი თვლის, რომ აპენდიციტის ძირითადი მიზეზი-მზესუმზირაა. ასეა თუ არა სინამდვილეში, თუ ეს მხოლოდ მითია? რა არის აპენდიციტი?ადამიანის ორგანიზმის ორგანო, რომელსაც აპენდიქსი ეწოდება, ბრმა ნაწლავის ბოლოში, 7-10 სმ. სიგრძის დანამატია (ჭიანაწლავი) და იმუნური სისტემის ერთ-ერთი ორგანოა. აპენდიქსი არამხოლოდ ადამიანებს აქვთ, იგი გააჩნიათ ბალახისმჭამელებს და ზოგიერთ ძუძუმწოვარს, კერძოდ, ბოცვრებს, მაიმუნებს, ზღვის გოჭებს. კატებს და ძაღლებს არ აქვთ. ![]() რატომ არის ჩვენი ორგანიზმის ეს პატარა ნაწილი ასეთი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ მასში ისეთი ბაქტერიებია, რომლებიც ჩვენი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის აღდგენაში გვეხმარება. ადამიანს, რომელსაც ეს ორგანო ამოკვეთილი აქვს, უძნელდება რომელიმე ინფექციის შემდეგ მიკროფლორის აღდგენა. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში მრავალი სამედიცინო პრეპარატი არსებობს, რომელიც ამ საკითხში დაგვეხმარება. აპენდიქსის ანთება-ეს არის დაავადება, რომელსაც აპენდიციტი ეწოდება. მკურნალობა, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევით ხდება-აპენდიქსის ამოკვეთის საშუალებით. აპენდიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. მისი წარმოშობის მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ისევე როგორც სასუნთქ გზებში მოხვედრილი ბაქტერიების შედეგად ნუშურა ჯირკვლები ზიანდება(იწვევს ანთებას), იგივე ემართება აპენდიქსსაც. ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს და ამის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. აპენდიციტის წარმოშობის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგრამ გამოყოფენ ოთხ ძირითადს: ენდოკრინული- აქ ჰორმონი სეროტონინია გამომწვევი მიზეზი. სისხლძარღვოვანი-ეს თეორია იმაზე მეტყველებს, რომ აპენდიციტი გამოვლინდება სისხლძარღვების ანთების-ვასკულიტის გამო. ინფექციური-არსებობს თეორია, რომ ზოგიერთი ინფექციური ხასიათის დაავადებებს შეუძლიათ აპენდიციტის პროვოცირება. ამ თეორიას ინფექციური ეწოდება, მაგრამ ეს ბოლომდე დამტკიცებული არ არის. მექანიკური-ამ თეორიის შესახებ ყველაზე მეტი მონაცემი არსებობს. შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია სწორედ მექანიკურ მიზეზებთან. ის გულისხმობს აპენდიქსზე რაიმე მექანიკურ ზემოქმედებას, რომელსაც შემდეგ ანთებამდე მივყავართ. რატომ მზესუმზირა?საქმე მექანიკურ თეორიაშია. ითვლება, რომ ამ დაავადების ძირითადი მიზეზი-ჭიანაწლავის სანათურის დახშობაა. ამის გამო ხდება ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების რიცხვის ზრდა და ლორწოს გამოყოფა, რაც ლორწოვანი გარსის ანთებამდე მიდის. აპენდიქსი ზომაში იმატებს, წნევა იწვევს ვენებზე ზეწოლას, ირღვევა ვენური და ლიმფური ნაკადები. ეს ყველაფერი კი აპენდიქსის მწვავე ანთებას იწვევს. ![]() რით ხდება სანათურის დახშობა? ჩვეულებრივ, საკვები არ ხვდება ამ ორგანოში, დახშობა ხდება უცხო საგნის მოხვედრის ან სიმსივნის გამო, მაგრამ ყველაზე ხშირად მის ბლოკირებას იწვევს ის, რისი გადამუშავებაც ჩვენს კუჭ-ნაწლავს არ შეუძლია. სწორედ ამ შემთხვევაში მიღებულია ყველაფერში მზესუმზირა დავადანაშაულოთ. თვითონ მზესუმზირას ორგანიზმი კარგად გადაამუშავებს, აი ქერქებს კი-არა. ![]() ზუსტად ქერქი შეიძლება მოხვდეს ჭიანაწლავში და დაახშოს იგი. მაგრამ ყოველთვის მზესუმზირა არ არის ანთებისა და მწვავე ტკივილების მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენი კუჭ-ნაწლავი ვერ ამუშავებს. მაგალითად, ხილის კურკები. ადამიანი, რომელიც რეგულარულად მიირთმევს მზესუმზირას, ანთების მაღალი შანსი აქვს, იმიტომ, რომ მაღალია შანსი მზესუმზირის ქერქმა ჭიანაწლავის სანათური დაახშოს. ჯობია მზესუმზირა ხელით გავარჩიოთ (და არა კბილებით) და მთლიანად მოვაშოროთ ქერქი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დაავადების გამოვლინების მრავალი მიზეზი არსებობს. მნიშვნელოვანია, მარჯვენა მხარეს მწვავე ტკივილის დროს არ მივიღოთ ტკივილგამაყუჩებლები. ამან შეიძლება ექიმს ხელი შეუშალოს სრულყოფილად კლინიკური სურათის შეფასებაში. ასევე საჭიროა სასწრაფოდ ექიმის გამოძახება. ![]() იხილეთ ასევე:მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს ![]() რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? ![]() შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს? ![]() აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ ![]() რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად ![]() საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? ![]() შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს ![]() ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით ![]() წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები ![]() 192 5-ს მოსწონს
|