სხვა დღევანდელი ტრენაჟორების წინამორბედები (მე-19 საუკუნე) 2023, 24 თებერვალი, 8:59 ![]() ტრენაჟორების ფუძემდებლად შვედი ფიზიოთერაპევტი გუსტავ ზანდერი ითვლება. მან მე-19 საუკუნის ბოლოს დააარსა ე.წ. მექანოთერაპია - ფიტნესი რთული მექანიზმების გამოყენებით. 1857 წელს ზანდერმა შექმნა ტრენაჟორები. ამ მოწყობილობების უმეტესობა მოძრაობაში ორთქლის გამოყენებით მოჰყავდათ. მოგვიანებით, უკვე 1890-იანებში, ორთქლი ელექტრობამ შეცვალა. გუსტავ ზანდერის ტრენაჟორები წარმოუდგენლად პოპულარული იყო. ევროპაში 300-ზე მეტი ზანდერის "ინსტიტუტი" გაიხსნა. "ტიტანიკზეც" კი იყო ტანვარჯიშის დარბაზი, სადაც მექანოთერაპიით შეიძლებოდა დაკავება. ქვემოთ მოცემული გამოსახულებები აღებულია 1892 წელს გამოცემული წიგნიდან "ექიმ გ.ზანდერის მედიკო-მექანიკური ტანვარჯიში". გაიძლიერეთ სისხლის მიმოქცევა დაღლილ და ცივ ფეხებში ტერფების მასაჟით. ![]() სკოლაში დამღლელი დღე გქონდათ? სხეულის ცოტაოდენი გაჭიმვა და მალე შვებას იგრძნობთ. ![]() სხეულის გაჭიმვა დიაგონალურ მოწყობილობაზე. ![]() ნერვიულობთ და ებრძვით შეკრულობას? თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს ვიბრომასაჟის მანქანა სასწაულებს ახდენს! ![]() მოთავსდით ამ მოწყობილობაზე თქვენი სხეულის პარამეტრების გასაზომად და დაიტანეთ რუქაზე თქვენი სხეულისა და ხერხემლის კონტურები. ![]() ამ ელეგანტური ტრენაჟორის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ფილტვებში სისხლის მიწოდება. ![]() ეს შეიძლება სასადილო მაგიდას ჰგავს, მაგრამ მისი საშუალებით კუნთების და სახსრების დისბალანსის გამოსწორება შეგიძლიათ. ![]() მუცლის პრესის ტრენაჟორი. ![]() ამ მოწყობილობას კუჭის მუშაობა მოჰყავს წსერიგში. ![]()
ეს ტრენაჟორი სასარგებლოა ხელების, მხრებისა და ზურგისთვის. ![]() ვინც ცხენზე დაჯდომას ვერ ბედავს, ეს აპარატი დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ უნაგირზე. ![]()
ორგანიზმში ცვლილებების გამოსავლენი მოწყობილობა. ![]() მუცლის ქვედა ნაწილის წრიული მასაჟი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გაეცანით შემდეგ სტატიებს:![]() ზოგიერთი არქიტექტორის მიერ სილამაზის აღქმა, აშკარად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებულისგან ![]() როგორ ისვენებდნენ ზღვაზე 100 წლის წინ (ფოტოები) ![]() ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში ![]() როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+) ![]() ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს ![]() რატომ იღუპებოდა 1865 წლამდე ბევრი პაციენტი წარმატებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ ![]() XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია ![]() პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები ![]() საბრძოლო ველოსიპედები და მათი გამოყენება ომში ![]() 137 3-ს მოსწონს
|