x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?
image

ალბათ ყველას გაგვიგონია, რომ თითების გატკაცუნების ჩვევამ შეიძლება ართრიტამდე ან ნერვის მოყოლამდე (ჩაჭყლეტამდე) მიგვიყვანოს. ამ მითის მტკიცება მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხოლოდ ახლახანს მივიდნენ მეცნიერები ერთხმად ერთ დასკვნამდე. რა ახდენს სახსრების ტკაცუნის პროვოცირებას, შეიძლება თუ არა ჩვენი ჯანმრთელობა შევარყიოთ ამ ჩვევით?

ადამიანი, რაც არ უნდა დიდხანს ატკაცუნებდეს ძვლებს, არანაირი ნეგატიური შედეგი ჯანმრთელობისთვის ამას არ მოჰყვება.

სახსრების დამახასიათებელი ხმა გამოწვეულია არა ძვლების ერთმანეთთან ხახუნით, არამედ სასახსრე სითხეში გაზის ბუშტების გასკდომით. სასახსრე ანუ სანოვიალური სითხე (სახსრების ხახუნის შემარბილებელი სითხე), სქელი, ელასტიური მასაა, რომლითაც სახსრების ღრუებია ამოვსებული. სანოვიალურ სითხეში შედის ნახშიროჟანგიც. ძვლების მკვეთრი მოძრაობა იწვევს სითხეში წნევის მკვეთრ დაწევას და წამიერად გაზის ასობით ბუშტების წარმოქმნას. აი ეს მომენტია გატკაცუნება და ტკაცუნის ნაცნობი ხმა. ფიზიკაში აღნიშნულ მოვლენას "კავიტაცია" ეწოდება.

image
ეს სურათი ზუსტად თითების გატკაცუნების მომენტშია გადაღებული

სინოვიალური სითხე ნახშიროჟანგთან (რომელიც თხევად მდგომარეობაშია) ერთად ნებისმიერ სახსრებს შორის არის. წამის მეასედის შემდეგ ბუშტების მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ დნება (სკდება), დანარჩენები კი აგრძელებენ თანდათანობით გაწოვას კიდევ 10-20 წუთი. ამ ხნის განმავლობაში კვლავ თითების ტკაცუნი არ გამოგვივა, სანამ სითხე თავდაპირველ მდგომარეობას არ დაუბრუნდება.

იმის გათვალისწინებით, რომ სახსრებზე არ არის დატვირთვა, თითების ტკაცუნის ჩვევამ არ შეიძლება გამოიწვიოს ართრიტი, მით უმეტეს ნერვის მოყოლა.

ამერიკელი ექიმი, დონალდ უნგერი, 60 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად იტკაცუნებდა თითებს, შედეგად მას არ გამოუვლინდა დაავადების არანაირი ნიშანი. ასეთი გრძელვადიანი და მონდომებული ექსპერიმენტისთვის ხანდაზმული მეცნიერი შნობელის პრემიით დაჯილდოვდა და ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც დაასრულა მეცნიერებს შორის საუკუნოვანი დავა.

ცნობისთვის: შნობელის პრემია, იგივე ანტინობელის პრემია (ინგლ. LG NOBEL PRIZE), ესაა პაროდია პრესტიჟულ საერთაშორისო ნობელის პრემიისა. პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომელთა მიღწევები ჯერ გაგაცინებთ, შემდეგ დაგაფიქრებთ.

image



ასევე დაგაინტერესებთ:



1. პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები


2. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით



3. რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა


4. ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები


5. ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები.(გაგრძელება)


6. 8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა


7. რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში


8. საშინელი ტრავმები, რომელიც კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს


9. ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)


2
444
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
444
  
2020, 7 დეკემბერი, 12:18
იმიტომაც გამოვაქვეყნე :) :)
2020, 7 დეკემბერი, 12:14
სულ მაინტერესებდა ეგ კითხვააა...
0 1 2