ამ კერძის მომზადება სცადეთ და აზიურ სამზარეულოს აუცილებლად შეიყვარებთ.
აუცილებელი პროდუქტები:
- 500 გრ ქათმის მკერდი
- 1 ს/კ სოიოს სოუსი
- 1 ლიმონის წვენი
- 1-2 კვერცხი
- 1 კბილი ნიორი
- 1 კოჭის ნაჭერი
- რაფინირებული სიმინდის ფქვილი
- ზეითუნის ზეთი შესაწვავად
ლაიმის სოუსი:
- 1 ლაიმი
- 1 ჩ/კ სოიოს სოუსი
- 10 გრ შაქარი
- 170 მლ ქათმის ბულიონი
- 1 ს/კ სიმინდის ფქვილი
- 50 მლ ძმარი
- 1 მწიკვი მარილი
მარინადი
მარინადის მოსამზადებლად კოჭა და ნივრის კბილი გახეხეთ, თასში აურიეთ. კვერცხი დაუმატეთ და ათქვიფეთ. სოიოს სოუსი დაასხით და ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ.

ქათმის მკერდი ზოლებად დაჭერით და მარინადში მოათავსეთ. აურიეთ, სანამ კარგად არ გაიჟღინთება და თეფშს პოლიეთილენის ცელოფანი დააფინეთ. 2-3 საათით მაცივარში გააჩერეთ.

ამ დროის გასვლის შემდეგ 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
ლაიმის სოუსი
ბულიონი მცირე თასში ჩაასხით და სიმინდის ფქვილი დაუმატეთ.

ტაფა ცეცხლზე დადგით და ბულიონს ფქვილი, შაქარი, ლაიმის წვენი, ძმარი, სოიოს სოუსი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. ცოტა შეათბეთ, სანამ ნარევი არ გასქელდება. ქაფი შეგიძლიათ მოხადოთ.
შეწვა

ქათმიდან მარინადი გადაასხით და ქათმის ნაჭრები სიმინდის ფქვილში ამოავლეთ.

ბევრი ზეთით სავსე ქვაბი გაზზე დადგით, როცა გაცხელდება ქათმის ნაჭრები შეწვით.
თეფშზე ქაღალდი დააფინეთ და შემწვარი ქათმები დაადეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოიშოროთ.
სუფრაზე გატანა

ქათმის შემწვარი ნაჭრები თეფშზე დადეთ და ზემოდან ლაიმის სოუსი მოასხით. ოხრახუშით და რამდენიმე ლიმონის ნაჭერით მორთეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თაფლი, ნიორი და სოიოს სოუსი ერთმანეთს ასე მოუხდებოდა

როგორ გადავაქციოთ მაკარონი კულინარიულ შედევრად: უჩვეულო კერძი ფარშის და ყველის შიგთავსით

ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი
