კერძები ბოსტნეულისაგან წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი 2019, 14 დეკემბერი, 12:39 ფარშირებული, ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი დიდებული ვარიანტია, რომელიც გემოს უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს.
შემადგენლობა
ფარშირებული ყაბაყის მოსამზადებლად შემდეგი პროდუქტები დაგჭირდებათ: 1 ს/კ რაფინირებული ზეითუნის ზეთი. ნახევარი ხახვი. გაასუფთავეთ და მცირე კუბებად დაჭერით. მსხვილი ზომის 4 ყაბაყი. ბოსტნეული შუაზე გაჭერით. 1 ჭიქა პომიდვრის კეტჩუპი ან სხვა სოუსი. 2 კბილი ნიორი. მარილი 1 ჭიქა ყველი რიკოტა 200 გრ ძროხის ფარში დაფქული შავი წიწაკა ოხრახუში 1 ჭიქა დაქუცმაცებული ყველი მოცარელა მწიკვი წითელი წიწაკა მომზადება: 1. წინასწარ ღუმელი 170 გრადუსამდე გააცხელეთ. ყაბაყს წყალი გადაავლეთ და შუაზე გაჭერით. კოვზით გული ამოიღეთ. 2. ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთი დაასხით. დაქუცმაცებული ხახვი 5 წუთით მოხარშეთ. დაჭრილი ნიორი დაუმატეთ და ბოსტნეულის დარბილებამდე მოამზადეთ. შემდეგ ძროხის ფარში დაუმატეთ. ხორცის გამუქებამდე პროდუქტები შეწვით. (მაქსიმუმ 5 წუთით). 3. მარილი და შავი წიწაკა მოაყარეთ. სოუსი დაუმატეთ. 4. კომპონენტები კარგად აურიეთ. პროდუქტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოთუშეთ. წითელი წიწაკის ფანტელები მოაყარეთ. ყაბაყის მომზადება: 1. თითოეულ გაჭრილი ყაბაყი რიკოტით დაფარეთ. 2. შემდეგ სუფრის კოვზი ხორცის, ბოსტნეულის და სოუსის მასით აავსეთ. 3. ზემოდან დაქუცმაცებული ყველი მოცარელა მოაყარეთ. 4. ყაბაყი ღუმელში 15 წუთით გამოაცხვეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება და ყველი არ გადნება. სუფრაზე გირჩევთ თბილი სახით გაიტანოთ. მზა კერძს დაქუცმაცებული ოხრახუში მოაყარეთ. ასევე დაგაინტერესებთ: როცა ბორში და ვინეგრეტი მოგბეზრდათ: იტალიური ჭარხლის ნიოკი წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება 305 შეფასება არ არის |