ჯანმრთელი კვება როცა ბორში და ვინეგრეტი მოგბეზრდათ: იტალიური ჭარხლის ნიოკი 2019, 8 ნოემბერი, 10:43 ჭარხალი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ძირნაყოფია. მას გაჯერებული ფერი და სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს.
ჭარხლიდან მხოლოდ ბორში და სალათი თუ მოგბეზრდათ, ახალ რეცეპტს გთავაზობთ. ეს იტალიური ნიოკია. რა არის ნიოკი ნიოკი ფქვილის, კარტოფილის და კვერცხისგან მზადდება, მას გაჯერებული გემო აქვს და სწორი კვების კატეგორიას მიეკუთვნება. იტალიური ნიოკის შემადგენლობაშიც ყველი შედის. მას სხვადასხვა სოუსს, გახეხილ ყველს და ბალახებს ურევენ. იტალიური კერძი ღია ფერებშია გაფორმებული. ნიოკის მოსამზადებლად ჯერ ცომს აკეთებენ, რომელსაც პორციებად ანაწილებენ და ნიჟარის ფორმებს აძლევენ. შემდეგ ნიოკს ხარშავენ, წვავენ ან ღუმელში აცხობენ. რა დაგჭირდებათ ნიოკის მოსამზადებლად ინგრედიენტები: 1 საშუალო ზომის ჭარხალი 1 მსხვილი ზომის კარტოფილი 1 კვერცხი 200 ფქვილი ყველი პარმეზანი - 50 გრ ცომში და ცოტა მოსართავად 100 გრ კარაქი 2 ს/კ ახალი დაქუცმაცებული ბაზილიკი 1 ჩ/კ მარილი ნიოკის მომზადება 1. კარტოფილი და ჭარხალი მოხარშეთ, რამდენიმე ადგილას დანით ჩახვლიტეთ, ფოლგაში გაახვიეთ და 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. 2. გაგრილებული ჭარხალი კანისგან გაასუფთავეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. სამზარეულოს კომბაინში ჭარხალის ნაჭრები, გახეხილი ყველი და 1 ნედლი კვერცხი მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. 3. კარტოფილი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან სითხის დამატების გარეშე დააქუცმაცეთ. 4. დიდ თასში ჭარხლის მასა და კარტოფილი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. 5. ბოსტნეულის მასას ფქვილი დაუმატეთ და კოვზით ცომი მოზილეთ. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომის ხელით მოზელა გააგრძელეთ. 4 ნაწილად დაყავით, თითოეული 1, 5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ და 2, 5-3 სმ სიგრძეზე დაჭერით. 6. ჩანგლის დახმარებით ზედაპირზე ზოლები გააკეთეთ. 7. ქვაბში წყალი აადუღეთ, როგორც პელმენის ან მაკარონის ნაწარმისთვის“ 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ. ნიოკები პორციებად (10 ცალი) მდუღარე წყალში ჩადეთ. როცა ცომის ნაწარმი ზედაპირზე ამოვა, კიდევ ნახევარი წუთით ხარშეთ და ამოიღეთ. 8. ღრმა ტაფაზე კარაქი გაადნეთ, პირველი ნახევარი ნიოკი და ნახევარი ბაზილიკი მოათავსეთ. ორივე მხრიდან შეწვით და გახეხილი ყველი მოაყარეთ. იგივე მეორე პორციაზეც გააკეთეთ. გემრიელი, ლამაზი და სასარგებლო კერძით სიამოვნება მიიღეთ. პარმეზანის ნაცვლად შეგიძლიათ ბრინზა ან ფეტა გამოიყენო. ამ რეცეპტით შეგიძლიათ მწვანე ნიოკი მოამზადოთ. ამისთვის ჭარხლის ნაცვლად ისპანახის პიურე გამოიყენეთ. ასევე დაგაინტერესებთ: სალათები კორეულად - 5 წარმოუდგენლად გემრიელი რეცეპტი ცხიმისმწველი სალათი ქათმის მკერდით და გრეიფრუტით გასაოცარი წიწიბურა ახლებურად - ასე გემრიელად ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი 7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ 498 1-ს მოსწონს |