კერძები ხორცისაგან თითებს ჩაიკვნეტთ! ქათმის რეცეპტი ლაიმის საწებელში 2021, 3 მარტი, 9:43 ამ კერძის მომზადება სცადეთ და აზიურ სამზარეულოს აუცილებლად შეიყვარებთ.
აუცილებელი პროდუქტები:
ლაიმის სოუსი:
მარინადი მარინადის მოსამზადებლად კოჭა და ნივრის კბილი გახეხეთ, თასში აურიეთ. კვერცხი დაუმატეთ და ათქვიფეთ. სოიოს სოუსი დაასხით და ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ. ქათმის მკერდი ზოლებად დაჭერით და მარინადში მოათავსეთ. აურიეთ, სანამ კარგად არ გაიჟღინთება და თეფშს პოლიეთილენის ცელოფანი დააფინეთ. 2-3 საათით მაცივარში გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ლაიმის სოუსი ბულიონი მცირე თასში ჩაასხით და სიმინდის ფქვილი დაუმატეთ. ტაფა ცეცხლზე დადგით და ბულიონს ფქვილი, შაქარი, ლაიმის წვენი, ძმარი, სოიოს სოუსი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. ცოტა შეათბეთ, სანამ ნარევი არ გასქელდება. ქაფი შეგიძლიათ მოხადოთ. შეწვა ქათმიდან მარინადი გადაასხით და ქათმის ნაჭრები სიმინდის ფქვილში ამოავლეთ. ბევრი ზეთით სავსე ქვაბი გაზზე დადგით, როცა გაცხელდება ქათმის ნაჭრები შეწვით. თეფშზე ქაღალდი დააფინეთ და შემწვარი ქათმები დაადეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოიშოროთ. სუფრაზე გატანა ქათმის შემწვარი ნაჭრები თეფშზე დადეთ და ზემოდან ლაიმის სოუსი მოასხით. ოხრახუშით და რამდენიმე ლიმონის ნაჭერით მორთეთ. ასევე დაგაინტერესებთ: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თაფლი, ნიორი და სოიოს სოუსი ერთმანეთს ასე მოუხდებოდა როგორ გადავაქციოთ მაკარონი კულინარიულ შედევრად: უჩვეულო კერძი ფარშის და ყველის შიგთავსით ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი 39 1-ს მოსწონს |