x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ცნობილმა ყაზახმა ბოდიბილდერმა სექს-თოჯინაზე იქორწინა
35 წლის იური ტოლოჩკოს ახლა მამა ნამდვილად ვეღარ ეტყვის, “ცოლი მეიყვანეო”. ცნობილმა ბოდიბილდერმა უკვე გადადგა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და არც მეტი და არც ნაკლები... რეზინისგან დამზადებულ სექს-თოჯინაზე იქორწინა.


და თქვენ წარმოიდგინეთ, ქორწინების პომპეზური ცერემონიაც კი გადაიხადა, რისი ფოტოებიც საკუთარ Instagram-ზე დადო.


ბოდიბილდერს სტუმრად საკუთარი მეგობრები ჰყავდა მიწვეული, მათ შორის ყველაზე საპატიოები კი - მეჯვარეების რანგში.


ქორწინების ცერემონიის სტუმრებს სმენას უტკბობდა მომღერალი ქალი, რომელიც ტოლოჩკომ ექსკლუზიურად მიიწვია და გვარიანი თანხაც გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა თავის რჩეულს თითზე ბეჭედი ჩამოაცვა, ცეკვა და მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.



ვისაც ჰგონია, რომ სექს-თოჯინის ცოლად მიყვანა სპორტსმენის ცხოვრებაში ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, ძალიან ცდება. სპორტსმენი თვეებით ადრე აანონსებდა, რომ სურდა საკუთარი ბედი მარგოსთან (ასე ჰქვია ყაზახი ბოდიბილდერის რეზინის მეუღლეს) დაეკავშირებინა.


სპორტსმენმა “დეილი სტარს” განუცხადა, რომ პანსექსუალია და შეუძლია უყვარდეს არამხოლოდ ადამიანები, არამედ საგნებიც. სქესობრივი ასპექტები და ორიენტაცია კი “იმდენად მნიშვნელოვანი არ არის”.


“მე საწოლში სიამოვნებით ვაძლევ პარტნიორს ჩემი ტანჯვის ნებას. მაგრამ დომინანტიც ვარ. მარგოს კი იმდენი შეუძლია აიტანოს, რასაც ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებს”, - განაცხადა იური ტოლოჩკომ.


ტოლოჩკო

0
160
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0