x
image
დავითი ჩუთლაშვილი
29 წლის ქალს მიაჩნია, რომ საკუთარი ასაკის მამაკაცებთან უარესი სექსი აქვს, ვიდრე 80 წლის პარტნიორთან
2016 წელს, იმჟამად 24 წლის ასაკის ტერზელ რასმუსმა 75 წლის ვილსონ რასმუსი კეიპტაუნში, ქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე გაიცნო, სადაც ქალი და მამაკაცი იმ საღამოს დიდხანს ცეკვავდნენ. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ორივე მათგანი დღემდე განუყრელი წყვილია.
ქალმა “დეილი სტარს” განუცხადა, რომ ის მოხიბლულია საკუთარი პარტნიორის სიბრძნით და ცხოვრებისეული გამოცდილებით და მიუხედავად იმისა, რომ ლამის მამაკაცის შვილთაშვილის ასაკისაა, მასთან თავს ბედნიერად გრძნობს.

ახალგაზრდა ქალის განცხადებით, მის სასიყვარულო კავშირს ამჟამად უკვე 80 წელს მიღწეულ მამაკაცთან მისი მშობლებიც მიესალმებიან და უთანაგრძნობენ.


მუსიკალური საღამო, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, ადგილობრივი გაზეთის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ტერზელი მუშაობს. სამუშაოს მოთავების შემდეგ ის დაბლა ჩავიდა, სადაც დისკოთეკა იყო გამართული და მოცეკვავეებს შეუერთდა. შემდეგ დაღლილი სკამზე ჩამოჯდა და სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მას ვილსონი და ჰკითხა, მისი გაცნობა თუ შეიძლებოდა.


“როგორც ჩემი მამაკაცი მოგვიანებით გამომიტყდა, მან მე ღონისძიების დაწყებისთანავე შემამჩნია და ჩემი გაცნობის სურვილი გაუჩნდა”, - განაცხადა ქალმა.


ტერზელ რასმუსი ამჟამად სტუდენტია, თუმცა მას სურვილი აქვს, თავის 80 წლის პარტნიორს ცოლად გაჰყვეს. ქალს მსგავსი სურვილი წარსული არასოდეს არ გასჩენია, როცა თავისივე ასაკის მამაკაცებს ხვდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ყურებამდეა შეყვარებული.



ტერზელის გაცნობამდე ვილსონი მთელი 14 წლის მანძილზე მარტო ცხოვრობდა. 2002 წელს მისი მეუღლე ავთვისებიანმა სიმსივნემ იმსხვერპლა და მას შემდეგ მამაკაცი მისი ამჟამინდელი სიყვარულის გაცნობამდე მთელი 14 წელი სრულიად მარტო ცხოვრობდა.


მიუხედავად 51-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა წყვილს ბობოქარი სექსუალური ცხოვრება აქვს.


“სექსს რაც შეეხება, ვილსონი ძალიან ყურადღებიანი საყვარელია და მე ყოველთვის ძალიან მომწონს, როცა ჩვენ ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. ახალგაზრდა მამაკაცები სექსში ძალიან ეგოისტურები არიან და მე ბედის მადლიერი ვარ, რომ ვილსონი მყავს”, - თქვა ტერზელმა.


თავად ვილსონიც მის სასიყვარულო კავშირში მხოლოდ დადებით მხარეებს ამჩნევს.


“ძალიან კარგია, რომ ტერზელი ჩემთან იქნება, რათა მომხედოს, როცა მე ასაკში შევალ”, - განაცხადა მან.


სექსი

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0