x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსის გამო ჰოლანდიის მთავრობა მოსახლეობას მასტურბაციას ურჩევს
კორონავირუსმა უწინდელი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იმდენად, რომ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნიდან გამომდინარე ხშირად სასაცილო და კურიოზულ სიტუაციებამდეც კი მიდიან, იქნება ეს მეუღლეებისთვის ავტომანქანის წინა სავარძლებზე ჯდომის აკრძალვა (როგორც ეს ჩვენთან მოხდა) თუ რჩევა, მასტურბაციით დაკავდნენ, როგორც ეს ჰოლანდიის მთავრობამ გააკეთა, როცა მსგავსი მოწოდება ინტერნეტის მეშვეობით ოფიციალურად გაავრცელა.


ჰოლანდიაში ყველა ადამიანმა 1, 5-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას. მაგრამ როგორც უნდა გქონდეს სექსი ვინმესთან ერთნახევარი მეტრის მანძილზე? ჰოლანდიელები საქართველოს ხელისუფლების დონის აბსურდამდე არ მისულან. როგორც კანონის განმარტებაში ვკითხულობთ, იმ პარტნიორებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, ჯვარი აქვთ დაწერილი, ხელი აქვთ მოწერილი თუ არა, შეუძლიათ, არ დაიცვან 1, 5-მეტრიანი დისტანცია, მათ შორის რაღა თქმა უნდა არც საკუთარ ავტომანქანებში. ოღონდ თუ მეუღლებიდან ერთ-ერთს კორონავირუსი აქვს ან ეჭვი არსებობს, რომ აქვს, მაშინ რეგულაცია სრულად იწყებს ამოქმედებას.


მასტურბაციისკენ მოწოდება


ის, რამაც მთელი მსოფლიო გაამხიარულა, არის ჰოლანდიის ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ღია მოწოდება მასტურბაციისკენ. როგორც ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, მათ შეუძლიათ, ერთობლივი მასტურბაციით დაკავდნენ და ერთმანეთს საკუთარი ფანტაზიებიც გაუმხილონ, თუ 1, 5-მეტრიან დისტანციას დაიცავენ.



დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ ასე წერია სახელისუფლებო ვებგვერდზე.


ორი (ან მეტი) ადამიანის დასაკმაყოფილებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სექსტინგი, სატელეფონო ან/და ვიდეო სექსი, ეროტიკული შინაარსის პოდკასტი, სტრიპტიზი ან სექს-ქოლი ზუმში გარკვეულ ჯგუფთან.


აღნიშნული რეკომენდაციები სოციალურ ქსელებში ელვის უსწრაფესად გავრცელდა და მთელი ინტერნეტი გაამხიარულა.


აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის მოსახლეობის ნაწილს არ მოსწონს “მხიარული” რეგულაციები და ხშირად აპროტესტებს მათ, მათ შორის ზოგჯერ არცთუ მთლად მისაღები და კონსტიტუციასთან შესაბამისი ფორმებით.


სექსი

0
171
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0