x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: მამაკაცების 26 % სექსის დროს ორგაზმის სიმულირებას ახდენს
კვლევამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გერმანიას, ავსტრიასა და შვეიცარიაში ჩატარდა, ნათელი მოჰფინა ბევრ ისეთ დეტალს, რაც ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ აქამდე დაფარული გახლდათ; მან პანდემიის დროს ინტიმური წვრილმანების შესახებ სხვადასხვა გასაოცარ თავისებურებებს ახადა ფარდა.


კვლევის ავტორი სექს-სათამაშოების ფირმა “ამორელია” გახლავთ, რომელმაც 2000 პირი ანონიმურად გამოკითხა. პირველივე შედეგებიდან ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დრამატული ზეგავლენა იქონია ადამიანების პირად ცხოვრებაზე კორონავირუსმა. 20 % აცხადებს, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობებზე პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა (თუმცა წყვილების 30 % განმარტავს, რომ ერთმანეთთან ახლა უფრო მეტ კავშირს გრძნობენ, ვიდრე ოდესმე). კრიზისი ყველაზე საგრძნობლად მარტო მცხოვრებ ადამიანებს დაეტყო: მათი 58 % აცხადებს, რომ ამჟამად უფრო ნაკლები პაემნები აქვთ, ვიდრე ოდესმე, ხოლო 43 % იმაზე საუბრობს, რომ სექსი მათ ცხოვრებაში იშვიათობად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ 25 %-ს ახლა სასიყვარულო კავშირების უფრო მეტი მოთხოვილება აქვს, ვიდრე პანდემიამდე. 26 % აცხადებს, რომ ლოქდაუნის პირობებში უფრო ხშირად კავდება მასტურბაციით, ხოლო 11 % იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს და სხვადასხვა გასაცნობ აპლიკაციებს იყენებს.


აღმოჩნდა, რომ გამოკითხულების 1/3-ს მინიმუმ კვირაში ერთხელ აქვს სექსი, ხოლო 42 %-ს - რამდენჯერმე თვეში. 25 %-ს სექსი თვეში მაქსიმუმ ერთხელ ახსენდება. საიდუმლო თავგადასავლებს საც შეხება, აქ პირველ ადგილზე თრისამი დგას, რომელსაც მოსდევს სექსი საჯარო ადგილებში და როლური თამაშები. მხოლოდ 1/3 საუბრობს პარტნიორთან საკუთარი ფეტიშების შესახებ, ხოლო 50 % დიდი სიამოვნებით შეიტყობდა, თუ რა ფანტაზიები აქვთ სხვა ადამიანებს.


ყველაზე გასაოცარი კვლევის ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც ორგაზმს ეხება. როგორც გაირკვა, თურმე ორგაზმის სიმულირებას მამაკაცებიც ახდენენ. ასეთი აღმოჩნდა გამოკითხულთა 26 %, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.



პორნოების სიყვარულის მიხედვით გამოკითხულთა შორის დიდი გენდერული სხვაობა გამოიკვეთა. გაირკვა, რომ მამაკაცების 58 % რეგულარულად უყურებს პორნოებს. ასეთი მხოლოდ ქალების 27 % გამოდგა. დანარჩენი ქალები ან არასოდეს უყურებენ პორნოებს, ან სულ რაღაც 2-3 თვეში ერთხელ.


სამაგიეროდ, სექს-სათამაშოების ფლობის მხრივ ქალები მკვეთრად უკან იტოვებენ მამაკაცებს. ქალების 50 %-მა განაცხადა, რომ კომოდის უჯრაში მინიმუმ ერთი სათამაშო მაინც უდევს.


“წლების მანძილზე ერთი ნათელი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელსაც ჩვენ ძალიან გამამხნევებლად მივიჩნევთ: დღეს სექსის შესახებ ადამიანები უფრო გულწრფელად საუბრობენ და უფრო თამამადაც კავდებიან მისით. მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ქალური მასტურბაცია და მდედრობითი სქესის ინდივიდების მხრივ ახალი გამოცდილებების დაგროვება, აქ ჯერ კიდევ ბევრ აუსრულებელ სურვილს ვაწყდებით”, - თქვა კლარა მიდვუდმა, რომელიც “ამორელიას” ხელმძღვანელობს.


სექსი


0
132
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0