ქალი და მამაკაცი მოსამართლის გადაწყვეტილება: ხანდაზმულ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს მისი თავშესაფრის სხვა ბინადართან 2021, 23 იანვარი, 23:30 სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დემენციის მქონე ქალს, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, უფლება ეძლევა, ჰქონდეს სექსი ამავე თავშესაფრის სხვა, მისთვის სასურველ ბინადართან.
69 წლის ქალს ავადმყოფობის გამო არ გააჩნია უნარი, ფინანსების, საცხოვრებელი ადგილის ან ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა სამაგიეროდ, შეუძლია ინტიმური გარემო გაიყოს მამაკაცთან, რომელიც თავშესაფარში გაიცნო. ასეთია ლონდონის სასამართლოს ვერდიქტი. სასამართლომ დაადასტურა, რომ ქალს გააჩნია უნარი, საკუთარ სექსუალურ ურთიერთობებზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს. 69 წლის ქალი თვეების განმავლობაში საუბრობდა, რომ სურდა, ჰქონოდა სექსი საკუთარ მეგობართან, რის ნებასაც მას სოციალური სამსახური არ რთავდა. ქალმა სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა, რაც მას სასამართლოს მიერ დანიშნულმა ფსიქიატრმა გააცნო. კერძოდ, თავშესაფრის 69 წლის ბინადარმა თქვა, რომ იცის, რომ ასაკის გამო ვეღარ დაორსულდება და ფლობს ინფორმაციას, რომ პრეზერვატივი სქესობრივი აქტით გადამდები დაავადებებისგან თავდასაცავად გამოიყენება. სხდომის დასრულებისას მოსამართლემ წუხილი გამოთქვა, რომ ქალს დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა შესაძლებლობა, “ინტიმური გარემო მისთვის სასურველ მამაკაცთან გაეყო”. 41 შეფასება არ არის
|