x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: იმ ადამიანების მესამედი, ვინც წარსულში კორონავირუსი გადაიტანა, საავადმყოფოებში ხელახლა ხვდება. მათგან ყოველი მერვე იღუპება
კორონავირუსის პირველი ტალღის იმ პაციენტების 30 %, ვინც წარსულში უკვე გადაიტანა კოვიდ-19 და რომლებიც ექიმებმა ხუთი თვის წინ საავადმყოფოებიდან დიდი ზარზეიმით გაწერეს, ისევ ავად გახდნენ. სწორედ ამაზეა საუბარი უახლეს კვლევაში, რომელიც ლესტერის უნივერსიტეტმა და ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ ერთობლივად ჩაატარეს.


მკვლევარებმა 47 780 ყოფილი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლეს, საიდანაც “გამოჯანმრთელების” შემდეგ 140 დღის მანძილზე უკან, საავადმყოფოებში, სხვადასხვა სერიოზული ჩივილებით ხელახლა მოხვედრილ პაციენტთა ზუსტი რაოდენობა 29, 4 %-ს შეადგენდა, საიდანაც 12, 3 % - დაიღუპა.


ბევრ პაციენტს გაუმწვავდა ან გაურთულდა გულის დაავადება, დიაბეტი და ღვიძლის და ნაწლავების ქრონიკული დაავადებები.


პოტენციურად ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში იმაზე გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, ვიდრე დღეს ფიქსირდება. დღეს ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ სიკვდილად არის მიჩნეული უშუალოდ მხოლოდ ის სიკვდილი, რომელიც დგება დიაგნოზის დასმიდან 28 დღის მანძილზე.



მკვლევარები დაჟინებით მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და საერთო მდგომარეობის მცირედი გაუარესების შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ ექიმს მიაკითხონ.


ავტორების მტკიცებით, ეს ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რაც კი ბრიტანეთში კორონავირუსის გრძელვადიანი შედეგების შესახებ აქამდე ოდესმე ჩატარებულა.


“ადამიანები შინ ბრუნდებიან, მოგვიანებით კი გრძელვადიანი სიმპტომები უვითარდებათ, რის შემდეგაც ისინი ხელახლა ხვდებიან საავადმყოფოებში და იღუპებიან”, - განაცხადა პროფესორმა კამლეშ კუმლიმ, რომელიც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია.


მეცნიერი ამბობს, რომ “გრძელვადიანი კოვიდისთვის” უნდა მოვემზადოთ, რაც წარმოუდგენლად დიდ და რთულ ძალისხმევას მოითხოვს; სამედიცინო სექტორს ძალიან გაუჭირდება თვალყური მიადევნოს ყველა დროებით “გამოჯანმრთელებულ” პაციენტს და იზრუნოს მათზე და თანაც ეს იმ გარემოებებში, როცა მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემები ისედაც ჩამოშლის პირასაა.


კორონავირუსი

0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0