x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავრორა:ჰარამხანაში ნაჯიჯგნი და თურქების გენოციდს გამოქცეული ნატანჯი სომეხი გოგონას ისტორია,რომელმაც ამერიკა დაიპყრო
image
120 წლის წინ, 1901 წლის 12 იანვარს დაიბადა
ეთნიკურად სომეხი ამერიკელი მწერალი და მსახიობი ავრორა მარიგანიანი





იგი დაიბადა გლეხისა და აბრეშუმის მწარმოებლის დიდ ოჯახში, თურქეთის პროვინცია დერზიმში (თანამედროვე სახელი - თუნჯელი) სწავლობდა და პერსპექტიული მევიოლინე იყო.


1915 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს მამა, დები და სამი ძმა მის თვალწინ მოკლეს. თავად არშალუისი(შემდგომ ავრორა), მისი დები და დედამისი სხვა სომეხ ქალებთან ერთად გადაასახლეს სირიის უდაბნოში. შემდეგ იგი გაიტაცეს და ანატოლიაში, მონათა ბაზარში მიყიდეს ტომის ბელადის ჰარამხანას 85 ცენტად.

image


ქურთების და თურქი ჩინოვნიკების ჰარემში 14 წლის ავრორა იტანდა ძალადობას და ცემას.


ამის გარდა გოგონას სხვა სარწმუნოებაზე მოქცევას აიძულებდნენ, რის შემდეგაც 2 წლის შემდეგ თურქული ჰარემიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა ადამიანით მოვაჭრეებმა კვლავ შეიპყრეს, გოგონამ იქიდანაც მოახერხა გაქცევა. ფეხით მოუწია დერზიმის მთების 1500 კმ-ზე მეტი მანძილის გადალახვა, რასაც მან 18 თვე მოანდომა, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ტყეებსა და გამოქვაბულებში იმალებოდა, მცენარეებით და ფესვებით იკვებებოდა, ფეხშიშველი, ნახევრად შიშველი და შიმშილით მისავათებულმა მიაღწია ერზრუმამდე, რომელიც მაშინ რუსეთის ჯარებს ეკავათ.ამერიკელი მისიონერების და სომხეთის ეროვნული კავშირის დახმარებით მან ჩააღწია ჯერ თბილისში, შემდეგ სანკტ – პეტერბურგში, იქიდან ოსლოში, შემდეგ კი ნიუ – იორკში გადავიდა.

image


გოგონა ნიუ-იორკში სომხურმა ოჯახმა იშვილა . მისმა ამბავმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. არშალუისის ისტორია სომეხთა გენოციდის შესახებ გამოქვეყნდა ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის გაზეთებში 1918 წლის ბოლოს. იმავე წლის დეკემბერში გამოიცა ავრორას წიგნი "სომხეთის გაწყვეტა"(

Ravished Armenia). მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში წიგნი ორჯერ დაიბეჭდა. საერთო ჯამში, დაახლოებით 900 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, მათ შორის ესპანურ, ჰოლანდიურ და პოლონურ ენებზე .


1918 წლის ბოლოს კომპანია Selig Polyscope დაიწყო მუნჯი ფილმის გადაღება მარდიგანიანის წიგნის მიხედვით, ეს იყო პირველი ფილმი სომხების გენოციდის შესახებ. არშალუისმა მასში მთავარი როლი თავად შეასრულა .

image

პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან შეიცვალა სახელი და გახდა ავრორა მარდიგანიანი. კადრები განიხილეს და შეაქეს ვიკონტ ჯეიმს ბრაისმა, სომხეთისა და სირიის ამერიკის დახმარების კომიტეტის პრეზიდენტმა, აშშ-ს ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა და თურქეთში ამერიკის ელჩმა ჰენრი მორგენტაუმ.


"სომხეთის გაწყვეტა", რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში "სულების აუქციონის" ( Auction of Souls)სახელით არის ცნობილი, პირველად აჩვენეს ვაშინგტონში 1919 წლის იანვარში. თებერვალში ფილმის პრემიერა შედგა ფართო საზოგადოებისთვის ნიუ იორკის სასტუმრო პლაზაში. ფილმი ნაჩვენები იყო 23 შტატის დიდ ქალაქებში, ასევე დიდ ბრიტანეთში და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში.


ავრორა მარდიგანიანმა გაიხსენა თექვსმეტი ახალგაზრდა სომეხი გოგონას წამება, რომლებიც ოსმალების მიერ "ჯვარცმულ იქნა". ფილმში Soul of Auction (1919) ნაჩვენებია დაზარალებულები ჯვრებზე ფრჩხილებით დაკიდებულები.


თუმცა, თითქმის 70 წლის შემდეგ მარდიგანიანმა ფილმის ისტორიკოსს ენტონი სლაიდს გაუმჟღავნა, რომ სცენა არაზუსტი იყო: თურქებმა ასე არ აკეთებდნენ.მათ ჰქონდათ პატარა წვეტიანი ჯვრები. გოგონებს ტანსაცმელს ხდიდნენ, აიძულებდნენ წაკუზულიყვნენ და აუპატიურებდნენ წვეტიანი ჯოხით, (საშოს გავლით). ასე კლავდნენ თურქები. ამერიკელებმა ეს უფრო ცივილიზებულად გააკეთეს. მათ არ შეეძლოთ ფილმში ასეთი საშინელი რამ ეჩვენებინათ.






პრესამ მარდიგანიანს "ჟანა დარკი სომხეთიდან" უწოდა. მან აღწერა თურქეთში მომხდარი საშინელება, რომელიც ჰუმანისტური მოძრაობის კატალიზატორი გახდა ამერიკაში. გასული საუკუნის 20-იან წლებში მარდიგანიანი დაქორწინდა და ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა გარდაცვალებამდე(1994 წლის 6 თებერვალს.)


0
10142
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0