ქალი და მამაკაცი ბრიტანელ დასაქმებულთა 20 %-ს საშობაოდ ოფისში სექსი ჰქონდა 2021, 2 იანვარი, 12:21 როგორც სექსსათამაშოების ცნობილმა მწარმოებელმა “ლელომ” გამოკითხვის მეშვეობით დაადგინა, დიდ ბრიტანეთში ყოველ მე-5 დასაქმებულს საშობაოდ ოფისში სექსი ჰქონდა.
გამოკითხვაში 2000-მა ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მისი მეშვეობით გაირკვა ასევე ისიც, რომ ნისლიან ალბიონზე საშობაო წვეულებების დროს 25 %-ით მეტ ადამიანს აქვს სექსი, ვიდრე დანარჩენი დროის ანალოგიურ მონაკვეთში, წლის ჩვეულებრივ პერიოდში. დადგინდა ისიც, რომ წინასაშობაო სექსი იატაკსა და მაგიდაზე ახალგაზრდა გამოკითხულთა 41 %-ს ჰქონდა. როგორც “ლელომ” გამოარკვია, მამაკაცები შედარებით უფრო ფრთხილები არიან, ვიდრე ქალები, რადგან წვეულებაზე 17 %-ით მეტმა მათგანმა წაიღო პრეზერვატივი, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა. თუმცა მამაკაცების 72 %-ს და ქალების 89 %-ს თან პრეზერვატივი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ წარსულში შობასა და სექსს შორის საინტერესო კავშირი გამოავლინა ასევე პრეზერვატივების გერმანელმა მწარმოებელმა Billy Boy-მ. 2018 წელს მის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 260-მა ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 66 %-მა დაადასტურა, რომ შობის დროს უფრო ხშირად ფიქრობს სექსზე, ვიდრე წლის სხვა პერიოდში. გამოკითხვამ ისიც დაადგინა, რომ 47 %-ს სექსი საშობაო ნაძვის ხის ქვეშ სურს. 153 1-ს მოსწონს
|