x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსი: ავსტრიასა და იტალიაში ისევ ლოქდაუნი ცხადდება


ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავაც არ არის სახარბიელო. ამიტომ ქვეყნები ზომების გამკაცრებას ცდილობენ. ხელახალი ლოქდაუნი გამოცხადდა იტალიასა და ავსტრიაში. შვედეთსა და შვეიცარიაშიც მკაცრი წესები მოქმედებს. თუმცა შობამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არ იცვლება ვითარება სასიკეთოდ.


ავსტრიაში ლოქდაუნი 26 დეკემბრიდან ამოქმედდება. ეს აქ რიგით უკვე მესამე ლოქდაუნია მიმდინარე წელს. ზომების გამკაცრების შესახებ თავად კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა. სავაჭრო დაწესებულებები მასობრივად დაიკეტება. მკაცრი ზომები არ ეხება მხოლოდ სურსათის სავაჭროებს და ყველაზე აუცილებელ პროდუქტებს.


ავსტრია ზომების შემსუბუქებას იანვრის შუა რიცხვებიდან აპირებს. თუმცა ეს მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხება, ვინც კორონავირუსის მასობრივ ტესტირებაში მონაწილეობას მიიღებს და რომელსაც ინფიცირება არ დაუდასტურდება. ასეთ ადამიანებს უფლება ექნებათ, კულტურული დაწესებულებები და სურსათის დიდი სავაჭრო ცენტრები მოინახულონ ან ტურისტულ მარშრუტებში გაემგზავრონ. ხოლო ის, ვინც არ ჩააბარებს კორონავირუსის ტესტს, შეღავათებს მხოლოდ 24 იანვრიდან მიიღებს.


იტალიაში მკაცრი ლოქდაუნი 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდეა გამოცხადებული. აკრძალულია სხვადასხვა რეგიონებს შორის მიმოსვლა და ყველანაირი გასართობი, კვების თუ სავაჭრო დაწესებულების მოქმედება სურსათის მაღაზიების გარდა. იტალია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის სიმწარე და დრამატიზმი წლის დასაწყისში ყველაზე ცხადად გამოსცადა. იტალიური საავადმყოფოები პაციენტებს ვერ აუდიოდნენ. მკაცრი ლოქდაუნის წყალობით ქვეყანამ პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავება შეძლო. თუმცა ამჟამად იტალიაც, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის.



კორონავირუსი



0
65
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0