x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ არის კორონავირუსი ძალიან სახიფათო?
ინტერნეტში არსებობს უამრავი გვერდი, საიდანაც იფრქვევა “სიბრძნეები” იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსი “ჩვეულებრივი გრიპია”, რომ ის “სრულიად უსაფრთხოა” და რომ მასზე ღელვა არ ღირს. მაგრამ რეალურად რამდენად “უსაფრთხოა” კორონავირუსი? მოდით, მივყვეთ ფაქტებს და დეტალურად განვიხილოთ ყველა ის კომპონენტი, რაც ამ მიკრობს ასე საშიშად აქცევს.


კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა გამართული ჯანდაცვის სისტემის არსებობის პირობებშიც კი საშუალოდ 2 %-ს შეადგენს. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ 2 % არაფერია და 98 % აქვს გამომჯობინების შანსი და ამიტომ ნერვიულობა არ ღირს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს რიცხვი გრძელვადიან პერსპექტივაში. ღორის გრიპს 0, 02 % აქვს სიკვდილიანობა და დაფიქრდით, რამხელა პრობლემა შეგვიქმნა მან, ხოლო ახლა ხომ საუბარი მასზე 100-ჯერ უფრო მომაკვდინებელ ვირუსზეა.


სტატისტიკურად ადამიანს გრიპი წელიწადში საშუალოდ 2-ჯერ ემართება. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი პლანეტაზე 73 წელია. ანუ ყოველ ჩვენთაგანს გრიპი სიცოცხლეში ემართება დაახლოებით 146-ჯერ. ეს ამდენითვე გაზრდილ 0, 02 %-იან ალბათობას ნიშნავს, რომ გრიპით დავიღუპებით. ანუ ეს არის დაღუპვის 2, 92 %-იანი ალბათობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.


ახლა ვნახოთ, რა ხდება კორონავირუსის შემთხვევაში: მას 2 %-იანი ლეტალობა აქვს, რაც სიცოცხლის მანძილზე საშუალოდ ადამიანის სიკვდილის 292 %-იან ალბათობას ნიშნავს. ეს წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია, ხოლო ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ კორონავირუსი გრიპის ჩვეულებრივ ვირუსზე 2, 5-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, მოსალოდნელი შედეგები კიდევ უფრო დრამატულად მოგვეჩვენება.



მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: 2 %-იანი სიკვდილიანობის ალბათობა კორონავირუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთული არ არის. გადატვირთული ჯანდაცვის და ცუდი მკურნალობის პირობებში, რაც კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას მოსდევს თან, Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილის ალბათობა 4-5 %-საც კი სცდება.


სწორედ ამიტომ კორონავირუსთან მიმართებით ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ნებისმიერი რამ, იქნება ეს პირბადე, ვაქცინა, 2-მეტრიანი დისტანცია თუ ხელების ხშირი დაბანა, ამ ვირუსთან ბრძოლის პროცესში აუცილებლია. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და არ უნდა დავივიწყოთ, თუ რამხელა საშიშროებასთან გვაქვს საქმე კორონავირუსის სახით.


კორონავირუსი

1
293
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
293
  
2020, 13 დეკემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1