სიახლეები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანთა გარდაცვალების 10 უმთავრესი მიზეზი დაასახელა 2020, 10 დეკემბერი, 0:15
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა, ბოლო 20 წლის მანძილზე ადამიანების გარდაცვალების უმთავრესი მიზეზები კიბო, დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები გახდა.
არადა, წინათ საქმე სხვაგვარად იყო: 2000-იანი წლების დასაწყისში სიკვდილიანობის 10 უმთავრესი მიზეზიდან მხოლოდ 4 იყო ისეთი, რომელიც ადამიანს მეორე ადამიანთან კონტაქტისას არ გადაეცემა. დღეს ამგვარ დაავადებათა რიცხვი 7-მდეა გაზრდილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით მოუწოდებს სახელმწიფოებს, გააძლიერონ არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკა და დახვეწონ ის მეთოდები და საშუალებები, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების და ეფექტური მკურნალობის საშუალებებს იძლევა. კვლევის დასრულების შემაჯამებელ დასკვნაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს ასევე ისიც, რომ 2000 წელთან შედარებით ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მთელ პლანეტაზე დღეს 6 წლით არის გაზრდილი. 2000 წელს საშუალოსტატისტიკური “მსოფლიო მოქალაქე” მხოლოდ სულ რაღაც 67 წელს ცოცხლობდა. დღეს კი ეს ასაკი 73 წელია. ადამიანთა გარდაცვალების 10 უმთავრესი მიზეზი (2019 წელი) 258 შეფასება არ არის
|