ქალი და მამაკაცი მამაკაცმა სექსის დროს ჩუმად პრეზერვატივი მოიხსნა - ნახეთ, რა გადაწყვიტა სასამართლომ 2020, 27 ნოემბერი, 17:26 “სტელტინგს” სექსის დროს პრეზერვატივის ჩუმად მოხსნას უწოდებენ. ინტერნეტში ფორუმებიც კი არსებობს, სადაც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ისე მოხერხებულად, რომ პარტნიორმა ვერაფერი შეიტყოს.
მაგრამ ეტყობა, მსგავსი ფორუმების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა კილში მცხოვრებმა 39 წლის გერმანელმა მამაკაცმა, რომელმაც ახლად გაცნობილ გოგონასთან სექსუალური კავშირი ისე დაამყარა, რომ ქალს ეგონა, თითქოს მის პარტნიორს პრეზერვატივი ეკეთა.
მამაკაცს რომ პრეზერვატივი არ ეკეთა, ეს მხოლოდ აქტის დასრულების შემდეგ შეამჩნია ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებით დიდად დაინტერესებული აღმოჩნდა და რომელსაც შიში სტანჯავდა, უპრეზერვატივო სექსის შედეგად შიდსით არ დავავადდეო. მან არ შეისმინა მამაკაცის უთვალავი ბოდიში და 39 წლის რომეო სასამართლოს კართან მიიყვანა.
პროკურორმა მამაკაცის სასჯელად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ევროს ქალისთვის ჯარიმის სახით გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მამაკაცის ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც სექსუალური ხასიათის თავდასხმა, თუმცა მოსამართლემ “დამნაშავე” სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორ დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ? “კანონის მიხედვით სექსუალური კავშირი დასჯადი არ არის” - ასეთი ფრაზა ეწერა მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წყვილს ნებაყოფლობით ჰქონდა სექსი და მამაკაცი არც რაიმე სერიოზული ავადმყოფობის მატარებელი იყო, რათა მისთვის საშიში ინფექციის გადადების მუხლი წაეყენებინათ. ამრიგად, კილის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სექსის დროს პრეზერვატივის მოხსნა დანაშაულად არ არის მიჩნეული. მომჩივან ქალს პრობლემები მანამდეც შეექმნა. პოლიციამ მისი საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. მხოლოდ პროკურორის დაჟინებული ჩარევის შედეგად მიეცა საქმეს მსვლელობა. მაგრამ ამის შემდეგაც სასამართლოს დიდხანს საქმის განხილვაც კი არ სურდა, ხოლო საბოლოოდ დადგა ის განაჩენი, რაც დადგა. დაზარალებულის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილებას “ფატალური სიგნალი” უწოდა და დარბაზი უკმაყოფილო განწყობით დატოვა. აღსანიშნავია, რომ სექსის დროს ჩუმად კონდომის მოხსნის ანალოგიურ ფაქტზე ივნისში უკვე იმსჯელა ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ. მოსამართლემ ეს ქმედება მაშინ “სექსუალური ხასიათის თავდასხმად” შეაფასა და მისი ჩამდენი პირი შესაბამისად დასაჯა კიდეც. 985 შეფასება არ არის
|