ქალი და მამაკაცი აშშ-ში სკოლის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლესთან ჰქონდა სექსი, რის გამოც ის დააპატიმრეს 2020, 13 ნოემბერი, 1:11 პენსილვანიაში (აშშ) სკოლის 33 წლის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლესთან ჰქონდა სექსი და მოზარდს უკანონო ურთიერთობის შესახებ რომ არ მოეყოლა, პედაგოგი მას ძალადობით ემუქრებოდა.
აწ უკვე ყოფილ მასწავლებელს რეიჩელ კრესმანი ჰქვია და ის ტიტუსვილის საშუალო სკოლაში სპორტს ასწავლიდა. პედაგოგი მთელი 7 თვის მანძილზე იძულებით ამყარებდა სქესობრივ კავშირს საკუთარ მოსწავლესთან. ეს ურთიერთობა 2018 წლის ბოლოდან 2019 წლის აპრილამდე გრძელდებოდა. როგორც პენსილვანიის პოლიციის განყოფილება განმარტავს, რეიჩელ კრესმანს და მის მოსწავლეს კვირაში ორჯერ მაინც ჰქონდათ სექსი, ძირითადად მასწავლებლის საცხოვრებელ სახლში. თინეიჯერს ახალგაზრდა ქალი ძალადობით ემუქრებოდა, თუ მათი არანებაყოფლობითი ურთიერთობის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. პოლიციამ ქალი 2019 წლის მაისში აიყვანა და პროკურორმა მას მალევე წაუყენა ბრალი მოსწავლეზე 66-ჯერ განგრძობითად განხორციელებული სექსუალური ხასიათის თავდასხმების გამო. განაჩენი კრეიფორდის სასამართლომ გასულ ხუთშაბათს გამოიტანა. სასამართლომ ქალი გულწრფელი აღიარების გამო მხოლოდ 3 შემთხვევაში სცნო დამნაშავედ. დანარჩენი 63 შემთხვევის მოკვლევა აღარ ჩატარებულა. პროკურატურა ყოფილი მასწავლებლისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა და გარდა ამისა რეიჩელ კრესმანი მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მესამე ხარისხის სექსუალური მოძალადის სტატუსით უნდა დარჩენილიყო რეგისტრირებული სახელმწიფო უწყებების მონაცემთა ბაზებში, მაგრამ სასამართლომ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. პედაგოგ ქალს მხოლოდ 75 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა ჯარიმის სახით და სასამართლოს შენობიდან გათავისუფლდა. 841 შეფასება არ არის
|