x
image
დავითი ჩუთლაშვილი
“სექსი მნიშვნელოვანი არ არის” - ბრიტანეთში 80 წლის ქალმა 35 წლის სიმპათიურ მამაკაცზე იქორწინა
მას შემდეგ, რაც 80 წლის ბრიტანელმა ქალმა აურაცხელი ფანი გაიჩინა რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემაში საკუთარი პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალების გამხელის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა - 35 წლის სიმპათიურმა მამაკაცმა მას ხელი სთხოვა.


ირის ჯონსმა მოჰამედ აჰმედ იბრაჰიმთან კონტაქტი Facebook-ის მეშვეობით დაამყარა და მასთან კაიროში თავად ჩაფრინდა კიდეც.


როგორც ახალგაზრდა ეგვიპტელმა პრესას განუცხადა, ის თავისი ახალი სტატუსით კმაყოფილია და თავს სრულიად ბედნიერად გრძნობს.


ეგვიპტელი აცხადებს, რომ ის ქალის ფულით და ბრიტანული მოქალაქეობით სულაც არ ყოფილა დაინტერესებული და თავადაც საკმარის თანხას გამოიმუშავებს.



უფრო მეტიც: სიმპათიური ეგვიპტელის თქმით მან ხანდაზმულ ბრიტანელ ქალს უკვე ისლამიც კი მიაღებინა და ამგვარად მისი “სული იხსნა” იმ სატანჯველისგან, რაც, მუსლიმების აზრით განსხვავებული რელიგიის ადამიანებს საიქიოში მოელით.


ეგვიპტელმა ასევე სატელევიზიო შოუში ისაუბრა თავის ახლად შერთულ მეუღლესთან გატარებული მხურვალე ღამის შესახებ და აღიარა, რომ დილით თავი ისე იგრძნო, “თითქოს ხელმეორედ დაეკარგოს ვაჟიშვილობა”.


“ქორწინების ღამის მომდევნო დღეს მე სიარულიც კი არ შემეძლო”, - განაცხადა მოჰამედმა. “ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ცხენით ჯირითიც კი არაფერი იყო ამასთან შედარებით”.


თუმცა ხანდაზმულმა მანდილოსანმა მოკრძალებულად თქვა, რომ მათ ურთიერთობაში “სექსი მნიშვნელოვანი არ არის” და თვითონაც რა მისი ქმარიც უპირატესობას გრძნობებს ანიჭებენ.


როგორც ასაკოვანი ბრიტანელი აცხადებს, მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა და ქმარმა მას საქორწინო კონტრაქტიც კი შესთავაზა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სახლი არ სჭირდება.


“მე წლები დავკარგე, რათა სხვა ადამიანები გამებედნიერებინა, ხოლო ახლა უბრალოდ მსურს, სიკვდილამდე მოვასწრო და გავთხოვდე ადამიანზე, რომელიც მიყვარს”, - თქვა ქალმა.


აღნიშნულ ქორწინებას სასტიკად დაუპირისპირდნენ ირის ჯონსის შვილები. მისმა ვაჟმა, სტივმა განაცხადა, რომ მოჰამედს მამინაცვლად არასოდეს არ აღიარებს.


თუმცა, ხანდაზმული ბრიტანელი მანდილოსანი დანებებას არ აპირებს. მას სურს, იყოს ბედნიერი თავის ახალგაზრდა ეგვიპტელთან ერთად და ცდილობს, მოთოკოს შვილების მცდელობები, რომლებიც უხეშად ერევიან მის პირად ურთიერთობებში.


სექსი

0
370
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0