სხვა ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს 2020, 9 ნოემბერი, 10:26 ბევრი ადამიანი ცდილობს და იცხოვროს ისე, რომ არ შეამჩნიოს პრობლემები, რომლებიც მას არ ეხება.
პატრიკ კილონზო მვალუა კენიაში ცხოვრობს. ის გამომშრალ წყალსასმელს წყლით ავსებს, რომ აქ მცხოვრები ცხოველები წყურვილისგან არ დაიღუპონ.
ცხოველები მას უკვე ცნობენ და იციან, თუ ის რას აკეთებს. სწორედ ამიტომ, მასთან შესახვედრად ნელ–ნელა მოდიან.
სპილოები, ზებრები, კამეჩები, ანტილოპები და ბევრი სხვა ადგილობრივი ცხოველი მთლიანად ამ მამაკაცზეა დამოკიდებული, რადგან ამ ადგილებში წყალი საერთოდ არაა. მაისური სუპერმენის ნიშნით პატრიკს ისე უხდება, როგორც სხვა არავის. პატრიკი უბრალოდ ფერმერია ახლომდებარე სოფლიდან. როცა მან დაინახა, როგორ იტანჯებოდნენ ცხოველები ნალექის არ არსებობის გამო, გულგრილი ვერ დარჩა. ახლა ყოველდღე თავის წყალმზიდს ავსებს, სადაც 11 ათასზე მეტი ლიტრი წყალი ეტევა და გზას ადგება. „გუშინ წყალსასმელთან 500 კამეჩი მელოდებოდა. როცა მივედი, წყლის სუნი იმწამსვე იგრძნეს. ჩემს წასვლას არც კი დაელოდნენ, პირდაპირ წყლის დასალევად გაეშურნენ, რადგან წყურვილისგან ფაქტიურად კვდებოდნენ“ – ამბობს პატრიკი. პატრიკისთვის იმის დანახვა, თუ როგორ ცოცხლდებიან წყურვილ მოკლილი ცხოველები საუკეთესო ჯილდოა! ასევე დაგაინტერესებთ: “ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად ნახეთ რას ნიშნავს, თუ ცხოველებს ხშირად ელაპარაკებით მყვინთავმა იმის გადაღება შეძლო, თუ როგორ იცვლის რვაფეხა ფერს (ვიდეო) სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს 336 1-ს მოსწონს |