საზოგადოებრივი ახლო აღმოსავლეთი პალეოლითის და მეზოლითის ხანაში 2020, 25 ოქტომბერი, 12:16 ირანიირანის ტერიტორიაზე მუსტერიული კულტურის ადამიანები, კერზოდ ნეანდერტალელები ჩნდებიან ძვ.წ. 160, 000 წლიდან და იქ ცხოვრობდნენ ძვ.წ. 38, 000 წლამდე დაახლოებით. ირანში ჯერჯერობით არაა აღმოჩენილი კვალი იმისა, რომ იქ ოდესმე ცხოვრობდნენ ერექტუსები ან ნეანდერტალელების და საპიენსების გარდა სხვა ქვესახეობის ადამიანები. ნეანდრტალელთა საცხოვრებელი ადგილები უფრო მეტად ზაგროსის მთიანეთში და ცენტრალურ ტერიტორიებზეა აღმოჩენილი, ეს ადგილებია: ს. კუნის მიერ აღმოჩენილი ბისითუნის გამოქვაბული, ზაგროსის მთიანეთის გამოქვაბბული სახელად ქერმანშაჰი, ფირანშაჰრი და ხორამაბადი, ასევე ზოგიერთი არქეოლოგიური ადგილი ალბორზში და ცენტრალურ ირანში. ირანში ნეოლითური ხანა უკვე დაიწყო ძვ.წ. 10, 000 წლიდან. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთებულია ჩორა გოლანში. ასევე აღსანიშნავია აღმოჩენა ჩოღა ბონუთში, რომელიც იყო ელამის პირველი დასახლება ძვ.წ. 8000 წლიდან. დაახლოებით იგივე პერიოდში ირანის ტერიტორიაზე აღმოჩენილთა შორის ყველაზე ადრეული ტერაკოტას ფიგურები და თიხის ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი განჯ დარეჰში. ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი შედიოდა იმ ტეროტიაში, რომელსაც ეწოდება ნაყოფიერი ნახევარმთვარე, სადაც კაცობრიობის პირველი მეპურეობა ჩაისახა. აქ არის დასახლებები, როგორიცაა სუსა, რომელიც მეპურეობას დაახლოებით უკვე ძვ.წ. 4395 წლიდან მისდევდა. ჩოღა მიში, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 6800 წლით. ზაგროსის მთები კი ღვინის წარმოების მსოფლიოში სიძველით მეორე რეგიონად ითვლება საქართველოს შემდეგ. ზაგროსის მთებში მეღვინეობა უკვე სამხრეთ კავკასიიდან გავრცელდა ძვ.წ. 5000 წლიდან. თურქეთი2014 წელს გედიზის მდინარესთან ნაპოვნი იქნა არქეოლოგების მიერ ქვის იარაღები, რომლებიც დათარიღდა 1.2 მილიონი წლით. სტამბულის ტერიტორიაზე მდებარე იარიმბურგაზის გამოქვაბულში ნაპოვნია პალეოლითური სადგომი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ ძვ.წ. 500, 000 წლიდან მოყოლებული ძვ.წ. 10, 000 წლამდე. ამ დროის სადგომებია ასევე კარაინის, ოკუზინის, ბელდიბის, ბელბასის, კუმბუჩარის და კადინის გამოქვაბულები ანატოლიაში. მეზოლითური კულტურა გავრცელებული იყო როგორც ანატოლიის ხმელტასუაზღვისპირეთში, ასევე შავიზღვისპირეთში. ამ დროის კლდის ნახატები და უამრავი იარაღია აღმოჩენილი. ერთ-ერთია მაგალითად გაზიანტეპში მდებარე სარკლიმაგარას გამოქვაბული, ბარადიზის გამოქვაბული ბურდურში და ა.შ. ნეოლითური ხანა ანატოლიაში ძალიან ადრეულად დაიწყო, დაახლოებით ძვ.წ. 9000 წლიდან. ნეოლითური ხანის ანატოლიის დასახლებებია: ჩათალჰოიუქი, ჩაიონუ, ნევალი ჯორი, აშიქლი ჰოიუქი, ბონჯუკლუ ჰოიუქ ჰაჯილარი, გობექლი თეფე, ნორსუნთეფე, ქოსქი და მერსინი. სირია-ერაყიდამასკოდან 400 კილომეტრში მდებარეობს დედერიეს გამოქვაბული, სადაც არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, რომელიც ჩატარებული იყო სირიულ-იაპონური არქეოლოგიური ჯგუფის მიერ, დამტკიცდა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უძველეს დროში, კერძოდ ძვ.წ. 800, 000 წლიდან უკვე ცხოვრობდნენ ჰომო ერექტუსები და იმ პერიოდიდან მოყოლებული ამ არეალში, რომელსაც ჰქვია მესოპოტამია, ადამიანთა ცხოვრება არ შეწყვეტილა. არქეოლოგიურად უკვე ისიც დამტკიცებულია, რომ სირიის ტერიტორიებზე ნეანდერტალელები ჯერ კიდევ ძვ.წ. 200, 000 წლიდან გამოჩნდნე და დაახლოებით ძვ.წ. 38, 000 წლისთვის ნელ-ნელა ჩანაცვლდნენ საპიენსებით და მათთან ასიმილაციით. ერაყშიც ზუსტად ისევე მიმდინარეობდა პალეოლითის და მეზოლითის ხანა, როგორც სირიაში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერაყში ჯერჯერობით არ დადასტურებულა ერექტუსის არსებობა არქეოლოგიურად. სხვა მხრივ, ნამდვილად სავარაუდოა, რომ თუ არსებობდა სირიაში, აუცილებლად იქაც გავრცელდებოდა. ერაყის ტერიტორიაზე ადამიანთა უძველესი სამოსახლოები არქეოოლოგიურად დასტურდება ძვ.წ. 78, 000 წლიდან და უწყვეტად მომდინარეობს დღემდე. როგორც სირიაში, ასევე ერაყში პალეოლითური და მეზოლითური ერა დასრულდა და დაიწყო ნეოლითური ხანა უკვე ძვ.წ. 10, 000 წლიდან. სწორედ აქ დაიწყო საქონლის მოშინაურება მსოფლიოში პირველად. ისრაელი და არაბეთის ნახევარკუნძული2.6 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან ძვ.წ. 900, 000 წლამდე ჩვენთვის ცნობილია, რომ განხორციელდა აფრიკიდან ლევანტში ადამიანთა გადმოსვლის 4 სხვადასხვა ეპიზოდი. ისრაელის ტერიტორიაზე ადამიანთა უძველესი ყოფნის დამადასტურებელი არქეოლოგიური მონაცემები არსებობს უბეიდიაში, გალილეის ზღვასთან ახლოს და თარიღდება 1.5 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით. არამარტო ისრაელის, არამედ მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ როგორც ჰომო ერექტუსები, ასევე ჰომო ნეანდერტალელები და ასევე აზიაში აღმოჩენილი უძველესი საპიენსები, კერძოდ ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. 120, 000 წლით დათარიღებული ჰომო საპიენსის ანუ ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ნარჩენები, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელში ცხოვრობდნენ. დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიებზე ადამიანები, კერძოდ ერექტუსები ჯერ კიდევ ძვ.წ. 500, 000 წლიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მეტყველებს ჩრდილო-დასავლეთ საუდის არაბეთში, თის ალ ღადაში აღმოჩენილი ნარჩენები ადამიანებისა და ცხოველების. ისრაელის და საერთოდ ლევანტის ტერიტორიაზე ნეოლითური ხანა დაიწყო საკმაოდ ადრე - დაახ. ძვ.წ. 10, 000 წლიდან ან ცოტა უფრო ადრე. წყარო: Paleolithic; Mesolithic; Neolithic სამედიცინო სტატიები: 1. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში? 2. ზეფირის ტესტი 3. რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი? 4. აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა? 5. რეი კურცვეილი - ადამიანები ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლებენ 6. ცნობიერება 7. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები 8. დიენცეფალონი 9. ნათხემი 10. მეზენცეფალონი 11. ვაროლის ხიდი 12. მოგრძო ტვინი 13. რამდენ ნეირონს შეიცავს სხვადასხვა ცხოველის ტვინი? 14. ადამიანის თავის ტვინის შემადგენელი ნაწილები 15. ევგენიკა და გენური მანიპულაცია 16. სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე? 17. რა ხდება ადამიანის ტვინში ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ? 18. თავის ტვინის ღმრა სტრუქტურები 19. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში? 20. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა? 21. ადამიანის ქრომოსომა 22. ერითროციტები 23. ლეიკოციტები 24. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანი საშუალოდ? 25. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხა წონის ადამიანი? 26. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი? 27. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების 1 გრამი? 28. ნევროლოგიური დაავადებები სხვა სამეცნიერო და ისტორიული სტატიები1. მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2. ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის ავტორი 3. კიბორჩხალების სათლის თეორია 4. გალაქტიკების ტიპები მორგანის და ჰაბლის სქემების მიხედვით 5. გალაქტიკების ტიპები 6. რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"? 7. რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"? 8. კოლხეთი 9. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე 10. პლანეტების ტიპები 11. როგორ გამოიყურებოდნენ ეგვიპტის ფარაონები 12. ჭიანჭველები 13. როგორ გამოიყურებოდნენ ესესელები 14. ჰოლოდომორი 15. ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ 16. ტროა 17. შუმერი 18. "დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო" - ქართველი ერი 19. ზვიად გამსახურდია ქართველური ენების შესახებ 20. ქალდეველები 21. შამაში 22. ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია 23. ხეთები 24. საქართველოსთვის მგლოვიარე კასტელის სიტყვები 25. ჰალიძონები - კოლხური ტომი 26. ამადეო მოდილინის მიერ დახატული ქართველი ქალი 27. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მიერ 28. ინდოეთში აღმოჩინეს საბადო, რომელიც 3 ათას ტონა ოქროს შეიცავს 29. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ 30. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ 31. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები სერგო ქობულაძის მიერ 32. ფაიუმის პორტრეტები 33. მაქს ტილკე და მის მიერ შექმნილი კავკასიელ ხალხთა ნახატები 34. ბაქტერიები 35. არქეები 36. ევკარიოტები 37. ჟან ბატისტ ტავერნიე მეგრელების შესახებ 38. ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები 39. როგორ გამოიყურებოდნენ კავკასიელები მე-19 საუკუნეში - გრიგორი გაგარინი 40. ბრუნო ვეფხვაძე - გამორჩეული ქართველი მხატვარი 41. ბრუნო ვეფხვაზე - ნაწილი მეორე 42. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მესამე 43. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მეოთხე 44. უმარტივესები 45. ლორწოვანი ობები 46. სოკოები 47. მცენარეები 48. ცხოველების სამეფო 49. თანამედროვე დომენების სისტემა - ცოცხალი სამყაროს ტაქსონომია 50. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები 51. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ავთენტური ვიდეო - მაია ჯაბუა 52. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი მურმან გვენეტაძე 53. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე 54. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი ზურაბ კოკაია 55. ეპიდემიები მსოფლიო ისტორიაში და მათი მსხვერპლი 56. 1500-დან 2000-მდე დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო 57. ბეჭდების მბრძანებელი - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა 58. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოსახულება სვეტიცხოველში 59. როდის და ვისგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი? 60. ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები 61. საღვთო რომის იმპერიის 1800 ნახევრად-დამოუკიდებელი სახელმწიფო 62. დიდი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამერიკაში ხალხი 30, 000 წლის წინ დასახლდა 63. ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მიაჩნდათ 64. ჰომო საპიენსები ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა 65. ჰომო საპიენსები ჩინეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა 66. ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე 67. თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ზვიად გამსახურდიას სკანდალური ლექსი მიუძღვნა 68. რომელი უფრო ადრე წარმოიშვა - ვირუსები თუ უჯრედები? 69. ახალი ქართული წარმართობა და მისი საფუძვლები 70. სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი 71. რევაზ ჩოლოყაშვილი - დიდი ქართველი გმირი 72. ისრაელის პრემიერ-მინისტრის რჩევა ერებისთვის, რომლებსაც უძლიერესი სახელმწიფოს აშენება უნდათ 73. ჰაპლოჯგუფები 74. რა არის მოლი? 75. რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში? 76. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 77. ისლამური ტერორიზმი 78. კავკასოიდური რასის ანთროპოლოგიური ტიპები 79. სხვადასხვა არქიტექტურული სტილი 80. ევროპა პალეოლითის ხანაში 81. აფრიკა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში 82. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, იაპონია და ახალი გვინეა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში 83. აზია პალეოლითის და მეზოლითის ხანაში ავტორი: თორნიკე ფხალაძე187 2-ს მოსწონს |
როდესაც დედა დაგიბერდება,
როცა ლამაზი, მშვენი თვალები
ვეღარ იხილავს ცხოვრებას ისე,
როგორც ოდესღაც ამას ხედავდა,
როცა ფეხებიც გადაეღლება
და ვეღარ შეძლებს მის ტარებას სასიარულოდ
მაშინ გმართებს რომ შეაშველო ხელი დამხმარედ
სიამოვნებით ამოუდგე გვერდში დედიკოს.
სამგლოვიარო საათიც ხომ ჩამოჰკრავს მალე,
და შენ ამ დროსაც უნდა ახლდე მას ბოლო გზაზე.
თუ რამეს გკითხავს, უპასუხე, ნუ დააყოვნებ,
თუ კვლავაც გკითხავს, ისევ უთხარი,
თუ კიდევ გკითხავს, კვლავ უპასუხე,
არა აგდებით, მოუთმენლად, არამედ თმენით,
თუ ვერ გაგიგებს, ვერ მიხვდება რას ეუბნები,
ზრდილობიანად აუხსენი ისევ და ისევ,
რადგან საათი როცა დაჰკრავს, დრო როცა მოვა,
მისი ტუჩები დადუმდება, ხმა წაერთმევა
და ვეღარაფერს გკითხავს მერე, ვეღარასოდეს...
გეორგ ლუნსკი. 1906 წ.
თარგმანი: თორნიკე ფხალაძე
The Mother
"When your mother has grown older,
When her dear, faithful eyes
no longer see life as they once did,
When her feet, grown tired,
No longer want to carry her as she walks -
Then lend her your arm in support,
Escort her with happy pleasure.
The hour will come when, weeping, you
Must accompany her on her final walk.
And if she asks you something,
Then give her an answer.
And if she asks again, then speak!
And if she asks yet again, respond to her,
Not impatiently, but with gentle calm.
And if she cannot understand you properly
Explain all to her happily.
The hour will come, the bitter hour,
When her mouth asks for nothing more."
Denk‘ es
Wenn deine Mutter alt geworden
Und älter du geworden bist
Wenn ihr, was früher leicht und mühelos
Nunmehr zur Last geworden ist
Wenn ihre lieben, treuen Augen
Nicht mehr, wie einst, ins Leben seh‘n
Wenn ihre müd‘ gewordenen Füsse
Sie nicht mehr tragen woll‘n beim Geh‘n
Dann reiche ihr den Arm zur Stütze
Geleite sie mit froher Lust
Die Stunde kommt, da du sie weinend
Zum letzten Gang begleiten mußt
Und fragt sie dich, so gib‘ ihr Antwort
Und fragt sie wieder, sprich auch du
Und fragt sie nochmals, steh‘ ihr Rede
Nicht ungestüm, in sanfter Ruhe
Und kann sie dich nicht recht verstehen
Erklär‘ ihr alles froh bewegt
Die Stunde kommt, die bitt're Stunde
Da dich ihr Mund nach nichts mehr frägt!