x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოსახულებები სვეტიცხოველში
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოსახულებები სვეტიცხოველში


საქართველოში, კერძოდ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ერთ-ერთ კედელზე ძალიან თვალსაჩინოდ გამოსახულია 1600-იან წლებში შექმნილი ფრესკა, სადაც ასახულია იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენა. საოცარი ისაა, რომ ჯვარცმული იესოს უკანა ფონზე, ცაში ჩანს ორი უცნაური ობიექტი, ერთი იესოს მარჯვენა მხარეს, ხოლო მეორე - მარცხნივ. თითოეული ობიექტი სხვადასხვა მხარეს მიფრინავს. ამ თეფშისებრი ფორმის მქონე ობიექტებიდან გამოდის გარკვეული სინათლე და თითოეული მათგანიდან იესოს ჯვარცმის ადგილისკენ მიმართული მზერით იყურება ორი სხვადასხვა სახე. ზოგიერთი ადამიანის განმარტებით ეს მზე და მთვარეა, ზოგიერთი განმარტებით კი ესენი ანგელოზებია, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვეულებრივ, საქართველოში ადრეც და დღესაც ფრესკები და ხატები მეტწილად სრულდებოდა ბიზანტიური სტილით და არც ეს შესანიშნავი ფრესკა წარმოადგენს გამონაკლისს. ცნობილია, რომ ბიზანტიურ ხატწერაში ანგელოზები გამოისახება ადამიანის ფორმით და ფრთებით და არა ისე, როგორც ამ ფრესკაზეა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხატწერისას არც მზის და მთვარის გამოსახვა ხდებოდა, როგორც წესი, ვინაიდან ეს მიიჩნეოდა წარმართული კულტების თაყვანისცემის ობიექტებად და ერიდებოდნენ. ესეც რომ არა, თავად ეს გამოსახულებები არ ჰგავს მზეს და მთვარეს, ვინაიდან მთვარე კიდევ შესაძლოა ნახევარმთვარის ფორმით როგორმე მიგვემსგავსებინა იმას, რაც ფრესკაზეა, მაგრამ ნახევარმზე არ არსებობს.


ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოსახულებები სვეტიცხოველში


დაახლოებით ასეთივე ფრესკა შეგვიძლია ვიხილოთ აწ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული ქვეყნის - კოსოვოს ერთ-ერთი მონასტრის, სახელად ვისოკი დეკანის ერთ-ერთ კედელზე. ეს ფრესკა შესრულებულია უცნობი ავტორის მიერ მე-14 საუკუნეში, 1350 წელს. აქ კიდევ უფრო მეტად გარკვევით ვხედავთ იგივე სიტუაციას, როდესაც იესო ქრისტეს ჯვარცმის უკანა ფონზე ცაში ჩანს ორი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი და თითოეულ მათგანში გამოსახულია ორი პიროვნება, რომელიც შიგნით სხედან, როგორც "პილოტები" და ეს აპარატები ერთი მიმართულებით მიჰყავთ.



კრებულები:



1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
876
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
876