x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე
სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე


გამოცემა Proceedings of the national academy of sciences იტყობინება, რომ ამერიკელმა ექიმებმა ახსნა მოუძებნეს მითებს, რაზეც ადამიანები კლინიკური სიკვდილის ან გულისცემისგაჩერების შემდგომ გამოფხიზლებულები ყვებიან. გვირაბის ბოლოს სინათლე, საუბრები მიცვალებულ ახლობლებთან, თეთრწვერა მოხუცთან, სულების არმიასთან ან რაღაც ამ დროს გაგონილ ხმებთან და მოკიაფე სულებთან სინამდვილეში მხოლოდ ტვინში მიმდინარე პროცესების დამსახურებაა. სამედიცინო ცდებით დადგინდა შემდეგი რამ: ტვინის მიმართულებით გლუკოზისა (რაც ტვინის ენერგიით მკვებავი უმთავრესი წყაროა) და ჟანგბადის შემცირება, უეცრად იწვევს ტვინის ძლიერ სტიმულირებას და ზედმეტ რეაგირებას. კვლევა ჩატარებული იქნა მიჩიგანის შტატის მეცნიერების მიერ. მათ თაგვები ასფიქსიამდე (ჟანგბადის თითქმის ლეტალურ უკმარისობამდე) მიიყვანეს. მღრღნელების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროს შესაბამისი მოწყობილობით აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ გულის გაჩერებიდან დაახლოებით 30 წამში უეცრად იზრდება თავის ტვინის აქტივობა და ეს პროცესი აგენერირებს უჩვეულო ხილვებს ადამიანისთვის, რომელიც აღიქმება როგორც უკიდურესად რეალისტური, ვინაიდან ტვინი მუშაობს გაძლიერებულად.

თუკი გულის გაჩერების დროს სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა და გულსა და ტვინს შორის კავშირის ბლოკირება მოხდა, მაშინ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებიც გაიზრდება.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე

1
248
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
248
  
2018, 25 დეკემბერი, 13:04
საცოდავი თაგვები :(
0 1 1