x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უმარტივესები
უმარტივესები


ევკარიოტების დომენის ერთ-ერთ სამეფოს წარმოადგენენ უმარტივესები ანუ პროტოზოა (Protozoa). მათ ასევე ეწოდება პროტისტები. თავად სიტყვა პროტისტა ყველაზე პირველს, უპირველესს ნიშნავს მათი წარმოქმნის პერიოდის სიძველიდან გამომდინარე. უმარტივესები ხომ დედამიწაზე ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ. ეს ერთუჯრედიანი ცხოველები დამოუკიდებელი, მაღალორგანიზებული მცირე ზომის არსებები, მიკროორგანიზმები არიან და ახასიათებთ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია: ნივთიერებათა ცვლა, გაღიზიანებადობა, მოძრაობა, გამრავლება, გააჩნიათ "უჯრედშიდა ორგანოები" ანუ ორგანელები, როგორიცაა: მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის კომპლექსი, რიბოსომები, ლიზოსომები, ბირთვი, რომელიც შემოფარგლულია ტიპიური ორმემბრანიანი გარსით, ქრომოსომები, ნუკლეოლები და კარიოპლაზმა.


უმარტივესები


არსებობს უმარტივესების 200 ათასზე ბევრად მეტი სახეობა (უკვე აღმოჩენილი და აღწერილია 30 ათასამდე), ხოლო მათი ზომა 1 მიკრომეტრიდან 1 სანტიმეტრამდე მერყეობს. ტრილიონობით უმარტივესი ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით იკვებება და ამიტომ დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე, მათ სანიტარული ფუნქცია ენიჭებათ. თავად პროტოზოები კი თევზების საკვები ხდებიან. უმარტივესები მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ასევე სქესობრივად. ისინი სახლობენ როგორც ოკეანეებში, ზღვებში, ასევე მტკნარ წყალში და ზოგიერთი სახეობა ნიადაგშიც. მათი დიდი ნაწილი პარაზიტებია და იწვევენ ასევე სხვადასხვა დაავადებას როგორც დანარჩენ ცხოველებში, ასევე ადამიანებში, მაგალითად მათ მიერ ადამიანთა პოპულაციაში გამოწვეული დაავადებებია: მალარია, ლეიშმანიოზი, ლამბლიოზი, ამებიაზი და სხვ. ზღვაში გავრცელებული უმარტივესების რაოდენობა კოლოსალურად დიდია და სწორედ დიდი დროის განმავლობაში ზღვის ფსკერზე დალექილმა, დახოცილმა ტრილიონობით უმარტივესმა ჩამოაყალიბა კირქვები და ცარცული ნალექები.



უმარტივესები



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
389