x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა სასარგებლო თვისებები გააჩნია წითელ ღვინოს და რატომ მოსწონთ ჩინეთში ის
ღვინო რომ ძალიან მრავალფეროვანი ხასიათის და ძალიან დიდი და შთამბეჭდავი ისტორიის მქონე სასმელია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ადამიანები წლობით სწავლობენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რათა ღვინის მცოდნის ტიტულს დაეუფლონ.


შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რათა ღვინის შესახებ საკუთარი ცოდნა გაიღრმავოთ.


1. იცით, რომ ღვინოს თქვენი სექსუალური ცხოვრების გაჯანსაღება შეუძლია?


ეს ალბათ ყველაზე გასაოცარი და საინტერესო დასკვნაა, მაგრამ სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ იტალიელი მეცნიერები, რომლებიც სექსის და ღვინის სმის ურთიერთკავშირს იკვლევდნენ. როგორც გაირკვა, თურმე ღვინის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია, დადებითად იმოქმედოს თქვენს სექსუალურ მადაზე. ექსპერიმენტში მონაწილე ქალები, რომლებიც დღეში 2 ჭიქა ღვინოს მიირთმევდნენ, ბევრად უფრო ინტენსიურ სიამოვნებას იღებდნენ სექსისგან, ვიდრე ქალები, რომლებიც ღვინოს საერთოდ არ სვამდნენ.



2. მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს ჩინეთი მოიხმარს


2013 წლის მონაცემების თანახმად, ჩინეთში 1, 395 მილიარდი ბოთლი ღვინო დალიეს. ამ მაჩვენებლით ჩინეთმა გაუსწრო საფრანგეთს, რომელიც წელიწადში 1, 35 მილიარდ ბოთლ ღვინოს მოიხმარს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში ყველაზე მოთხოვნადი ღვინო წითელი ღვინოა. წითელი ღვინის პოპულარობა კი აქ მნიშვნელოვანწილად იმას უკავშირდება, რომ წითელი ჩინეთში ბედნიერების ფერია. წითელი ღვინის სიმბოლური დატვირთვა, ჯანმრთელობის ხელშემწყობ მოქმედებასთან ერთად ის ფაქტორებია, რაც ჩინელებს მსგავსი ღვინის შეძენისკენ უბიძგებს.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ღვინო

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0