x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა არის ალკოჰოლური სურდო და როგორ გავუმკლავდეთ მას?
ზოგ ადამიანს ალკოჰოლური სასმელი სურდოს უყალიბებს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ეს სასმელი, მაგარი თუ ნაკლებად ალკოჰოლური, ლუდია, არაყი, კონიაკი თუ ღვინო. სურდო ყალიბდება სასმელის დაგემოვნებისთანავე და მას ალკოჰოლთან აქვს კავშირი.


ძირითადად კი ეს ხდება ახალი წლის წინა დღეებში, როცა თბილ გარემოში მყოფი ადამიანები მეტისმეტად ცივ ღვინოს მიირთმევენ ან ევროპულ ყაიდაზე, გლინტვაინს გეახლებიან.


აღსანიშნავია, რომ მსგავს სურდოს არავითარი კავშირი არ გააჩნია ალერგიასა თუ გაციების შედეგად გაჩენილ სურდოსთან, რასაც ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია აყალიბებს, მაგრამ მაინც რა ხდება ასეთ დროს ადამიანის ორგანიზმში? როგორ ყალიბდება ალკოჰოლური სურდო?


ცნობილი ფაქტია, რომ ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს. რაღა თქმა უნდა, ეს ეხება ასევე იმ სისხლძარღვებსაც, რომლებიც ცხვირის ლორწოვან გარსშია მოთავსებული. ალკოჰოლი მათ სისხლით ინტენსიურად ამარაგებს. სისხლძარღვების გაფართოების პარალელურად კი სულ უფრო მცირდება სასუნთქი გზების არეალი – ის სივრცე, რითაც ჩვენ ვსუნთქავთ და სწორედ ამას მოსდევს ის შეგრძნება, რომელიც ძალიან ჰგავს სურდოს შეგრძნებას.



თუმცა, მსგავსი რაღაც ყველა ადამიანს არ ემართება. სისხლძარღვების გაფართოება ალკოჰოლის მიღების შემდეგ არ არის ტიპური მოვლენა; ის არ არის დამახასიათებელი ყველა ადამიანისთვის და ყველას ორგანიზმი მსგავსი სახით არ რეაგირებს ალკოჰოლის მიღებაზე. როგორც კვალიფიციური სამეცნიერო კვლევით გაირკვა, მხოლოდ ადამიანების დაახლ. 7 % აქვს მაგავსი შეგრძნებები, როცა ლუდს, კონიაკს, ვისკის თუ ღვინოს მოიხმარს.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


სურდო

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0