x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: მარტოხელა ადამიანებს ნაკლები სექსი აქვთ
გერმანიაში ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის მკვლევარებმა ერთი წლის მანძილზე 5000 პირის სექსუალური ხასიათის ქცევები შეისწავლეს. კვლევის შედეგების ნაწილი მათ ოთხშაბათს გაასაჯაროეს, რისი მეშვეობითაც ირკვევა, რომ მარტოხელა პირებს უფრო ნაკლები სექსი აქვთ, ვიდრე მყარ ურთიერთობებში მყოფებს. იმ ადამიანების 77 %-მა, ვინც მარტოხელაა, განაცხადა, რომ ბოლო 4 კვირის მანძილზე სექსი არ ჰქონია. მათგან განსხვავებით, მყარ ურთიერთობებში მყოფთაგან მხოლოდ 20 %-მა განაცხადა იგივე.


როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის სექსუალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, პეერ ბრიკენი განმარტავს, კვლევის მეშვეობით გაირკვა, რომ გერმანელების უმრავლესობა საკუთარი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილია. კვლევის თანახმად, გერმანიაში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ქალებს და მამაკაცებს თვეში 5-ჯერ აქვთ სექსი, ხოლო 36-დან 55 წლამდე ასაკის ქალებს და მამაკაცებს - ოთხჯერ. ყველაზე გავრცელებული პრაქტიკები კი ვაგინალური და ორალური სექსია.


კვლევის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება “ჯანმრთელობა და სექსუალობა გერმანიაში”, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სფეროში მოქმედი ინსტიტუტის, კანტარის თანამშრომლებთან ერთად ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის მკვლევარებმა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე 18-დან 75 წლამდე ასაკის 2336 მამაკაცის და 2619 ქალის გამოკითხვის მონაცემები გააანალიზეს. გამოკითხვა ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სიყვარული და პარტნიორობა, ლიბიდო და სექსუალური გზით გადამდები დაავადებები.


შედარებისთვის, მსგავსი ხასიათის კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდმა 2017 წელს საქართველოშიც ჩაატარა. მაშინ გაირკვა, რომ 14-დან 29 წლამდე ასაკის ქალების მხოლოდ 1 %-ს და მამაკაცების მხოლოდ 57 %-ს ჰქონდა რამდენიმე პარტნიორთან სექსი.



სექსი

0
199
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0