სიახლეები ბილ გეითსი: კორონავირუსმა მსოფლიო 20 წლით უკან დახია 2020, 15 სექტემბერი, 21:57 კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიო განვითარება 20 წლით უკან დასწია და სამყარო კატასტროფულად მოუმზადებელია ახალი პანდემიისთვის - ამაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრეს ბილ და მელინდა გეითსების მიერ შექმნილ ფონდში.
ფონდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიამ მისი არსებობის რამდენიმე თვის მანძილზე წყალში ჩაყარა იმ შრომის შედეგები, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა წლები მოანდომეს. მსოფლიოში უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა წელს 7 %-ით არის გაზრდილი, ხოლო სხვადასხვა დაავადებებზე აცრილი ადამიანების რაოდენობა 90-იანი წლების დასაწყისის დონეზე დავიდა.
გეითსის აზრით, მსოფლიო შეიძლება კორონავირუსამდელ დონეს 2-3 წელიწადში დაუბრუნდეს, თუ ტურიზმი აღდგება და მსოფლიო ბანკი დაზარალებულ ქვეყნებს შეღავათიან კრედიტებს გამოუყოფს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.
ამასობაში კორონავირუსი უკან დახევას არ აპირებს. დღეს მსოფლიოში შემთხვევათა მორიგი მატება დაფიქსირდა: 172 626 ახალი ინფიცირებული. ასეთია დღეს მთელ პლანეტაზე კოვიდ-19-ის მქონე ახალი პაციენტების რაოდენობა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29 609 713 გახდა. ამასთან, გარდაიცვალა 3470 ადამიანი, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 935 916-ს გაუტოლდა. 188 1-ს მოსწონს
|