საბუნებისმეტყველო 5 ყველაზე გასაოცარი ფაქტი ვულკანების შესახებ, რაც შენ ჯერ კიდევ არ იცი 2020, 14 სექტემბერი, 19:07 ვულკანების სამყარო ნამდვილად გასაოცარი და გრანდიოზულია. მათ ამოფრქვევას არაერთხელ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. მეცნიერების გათვლებით, შესაძლოა, ოდესმე ადამიანთა ცივილიზაცია სწორედ ვულკანების მეშვეობით განადგურდეს. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ.
2. მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანია ეგრეთ წოდებული ტამუს მასივი, რომელიც 300 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობით, დაახლოებით გერმანიის სიდიდისაა. ის იაპონიის აღმოსავლეთით, 1600 კილომეტრის მოშორებით, შუაგულ წყნარ ოკეანეში, 6000 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
3. მაგმა და ლავა. რა განსხვავებაა მათ შორის? ძალიან მარტივია: ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ქვების გამდნარ მასას. ეს ქვები დედამიწის სიღრმეში 3000 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება და მას მაგმა ეწოდება. მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამიწის ზედაპირზე ამოდის, მას ლავა ეწოდება. ამ დროს ის “მხოლოდ” 1000 გრადუს ცელსიუსამდეა გაცხელებული. 4. რომაული ქალაქი პომპეი ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის, ლავის და ქვათა სქელი ფენის ქვეშ ჩაიმარხა. ქალაქის 2/3 მეცნიერებმა ბოლო 250 წლის მანძილზე გაწმინდეს და გამოიკვლიეს. 5. 1815 წელს ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე ვულკანი ტამბორა ამოიფრქვა. ატმოსფეროში გაბნეულმა ფერფლის ნაწილაკებმა მზის სინათლე იმდენად დააბნელეს, რომ მომავალ წელს მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული საერთოდ არ ყოფილა და საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. 373 1-ს მოსწონს
|