სიახლეები კანადის მთავარი ექიმი წყვილებს სექსის დროს ნიღბის გაკეთებისკენ მოუწოდებს 2020, 13 სექტემბერი, 22:48 კანადის მთავარი მედიკოსი კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით წყვილებს სექსის დროს ნიღბის გაკეთებას ურჩევს. როგორც ოთხშაბათს კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ტერეზა ტამმა განაცხადა, ვისაც სექსი ისეთ პირთან აქვს, ვინც კორონავირუსის რისკ-ჯგუფში შედის, უმჯობესია, ინფექციის საწინააღმდეგო ნიღაბი ატაროს.
მან წყვილებს ასევე ურჩია, კოცნისგან თავი შეიკავონ და ერთმანეთს სახეზეც არ შეეხონ.
“სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს რთული საქმეა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სექსუალური პარტნიორი სახლში არ ჰყავს”, - განაცხადა კანადის მთავარმა ექიმმა. კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის განცხადება მალევე გახდა განხილვის საგანი საერთაშორისო მედიისთვის, ხოლო სოციალურ ქსელებში მას უამრავი სახალისო კომენტარი და ირონიული გამოხმაურება მოჰყვა. კანადაში კორონავირუსის გლობალური პანდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის 129 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 9135 ფატალურად დასრულდა. ტერეზა ტამი 60 შეფასება არ არის
|