x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საქართველოში გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა
11 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იუწყება.


პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ჯამურად კორონავირუსი ქვეყანაში დაუდგინდა 1830 ადამიანს, საიდანაც 1334 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 - გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 პირი. სტაციონარში მოთავსებულია 390 ინფიცირებული, რომლებზეც მუდმივი დაკვირვება ხორციელდება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით შეასრულონ რეკომენდაციები, კერძოდ, საპნით ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია და ნიღბის ტარება ნორმად აქციონ.


გუშინ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა პოპულარულმა ტელეწამყვანმა, ალერგოლოგმა და იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა. მან გააჟღერა ძალიან საინტერესო სიახლე ნიღბის ტარების სასიკეთო ეფექტის შესახებ.



„მეცნიერულად დაზუსტდა, რომ, თუ მე ნიღაბი მიკეთია და დამემართება კოვიდ-ინფექცია, ვირუსის ნაკლები რაოდენობა მოხვდება ჩემს ორგანიზმში, რაც იმას ნიშნავს, რომ უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად წამივა ინფექცია მაშინ, როდესაც, თუ დიდი რაოდენობით, ვთქვათ, 100 ვირუსი, მოხვდება ჩემს ორგანიზმში, ჩემი იმუნური სისტემა ვერ გაუმკლავდება“, - განაცხადა ცნობილმა მედიკოსმა.

უკანასკნელი ცნობების თანახმად მსოფლიოში გამოვლენილია კორონავირუსის 28 329 822 შემთხვევა, საიდანაც 913 931 ფატალურად დასრულდა.


კორონავირუსი

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0