საზოგადოება კაილი ჯენერი 2020, 31 აგვისტო, 13:20
დაიბადა 1997 წლის 10 აგვისტოს აშშ-ში, ლოს-ანჯელესში. მისი მშობლების მეორე საერთო შვილია. მისი და მოდელი კენდალ ჯენერია. გარდა ამისა ჰყავს ნახევარდები: კიმი, კლო, კორტნი კარდაშიანები და ძმა რობი. 2007 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა შოუში „კარდაშიანების ოჯახი“.
სამოდელო კარიერა დაიწყო 2011 წელს „Crush Your Style“-ის სარეკლამო კამპანიაში. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო „Abbey Dawn“-ის, 2012 წელს კი „PacSun“-ის ტანსაცმლების ჩვენებაში. არის კოსმეტიკის კომპანია „ Kylie Cosmetics“-ის დამაარსებელი და მფლობელი. აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ადამიანი Instagram-ზე.
578 2-ს მოსწონს
|