ბიოგრაფია " ბოლო წლებში იპოლიტე ხვიჩიას მძიმე სენი შეეყარა. ძალიან უჭირდა სიარული " ... რა გადახდა თავს ტელევიზიაში მისულს? 2020, 1 სექტემბერი, 15:43 "ბოლო წლებში იპოლიტე ხვიჩიას მძიმე სენი შეეყარა. ძალიან უჭირდა სიარული. ჯოხზე დაყრდნობილმა გაჭირვებით ამოირა რამდენიმე საფეხური და ტელევიზიის ფოიეში შემოვიდა. დაინახეს თუ არა მაშინვე დაფაცურდნენ და უახლოესი ოთახიდან გამოტანილ სავარძელში ჩასვეს. მადლობისა და მადლიერების ნიშნად ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ღიმილით დააქნია თავი. ყველასთვის ძვირფასი იყო. ყველას უნდოდა რაღაცით ესიამოვნებინა. რა არ შესთავაზეს – ყველაფერზე უარი თქვა, ერთის გარდა. ცოტა სული რომ მოიბრუნა, ხათრიანად ითხოვა – ნამეტანს გაწუხებთ, მაგრამ იქნებ ლიფტამდე მიმაცილოთო.
ბიჭებმა ერთმანეთს სიცილით გადახედეს. სახეზე ყველას უსიტყვო შეთანხმება ეწერა. სავარძელს ხელი დაავლეს და შიგ მჯდომი ბატონი იპოლიტე კიბეზე აარბენინეს. გაოცება ვერ მოასწრო. ერთია, რომ მადლიერებისა და ნეტარების ღიმილი არ მოსცილებია.
იმ მომენტში იპოლიტე ხვიჩიას ასაკში დამძიმებული მარლონ ბრანდოს წონაც რომ ჰქონოდა, ბიჭები ამ შემთხვევას მაინც არ გაუშვებდნენ და ნამდვილად ხელისგულზე სატარებელ და სათაყვანებელ კუმირს მაშინ ლიფტში არ შეიყვანდნენ. არ მეგულება საქართველოში ისეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმ დროს და იმ წუთში სხვანაირად მოიქცეოდა, ანდა, იმ ბიჭების ადგილას ყოფნაზე იტყოდა უარს. მჯერა, თვითონაც ასე იფიქრა და ამის გამო იყო, რომ უკვე მძიმედ ავადმყოფი, მაგრამ კაცური კაცის გულიდან დაძრული ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე."
მერაბ ხაჩიძის მოგონება
1126 4-ს მოსწონს
|