სხვა ფაქტები ძველი რომაელების ცხოვრებიდან. 2020, 17 აგვისტო, 16:15
"სამაგიდო ბიჭის" თანამდებობა ძალიან საპატიო იყო ძველ რომში. ასე უწოდებდნენ ლამაზთმიან ბავშვებს, რომლებიც წარჩინებულ რომაელთა ნადიმებს ესწრებოდნენ. მათი თმა გამოიყენებოდა ხელსაწმენდის სახით.
ძველ რომში სახელმწიფო დამნაშავეებს სიკვდილის შემდეგაც კი სჯიდნენ, ამასთანავე საკმაოდ უცნაური მეთოდებით. თუ თანამდებობის პირის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდებოდაა, რომ ის კორუფციაში იყო გარეული, მაშინ ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ამ ადამიანთან იყო დაკავშირებული - ქანდაკებები, საფლავის ქვა და დოკუმენტებში მოხსენიებაც კი. იმ დროს მედიცინა არა მხოლოდ საპატიო, არამედ საშიში საქმიანობა იყო. ექიმს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრა. თუ პაციენტი მოკვდებოდა ოპერაციის დროს, ექიმს ხელის მოკვეთით სჯიდნენ. ბევრი ისტორიკოსი ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, ამტკიცებს, რომ რომი ექიმების გარეშე დარჩებოდა. ასეთი სასჯელი, მათი აზრით, შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ მნიშვნელოვანი პირის გარდაცვალების შემთხვევაში. ენერგეტიკული სასმელებს, რომლებიც ზრდის ადამიანის გამძლეობას, გლადიატორები იყენებდნენ ჯერ კიდევ იმ შორეულ დროს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სასმელი იფანის ექსტრაქტით, ძვლების გამამაგრებელი. არქეოლოგებმა მართლაც აღმოაჩინეს გლადიატორთა ნაშთები, რომლებშიც კალცის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. ეს ნაყენი ძალიან მწარე გემოთი გამოირჩეოდა, მაგრამ ხელს უწყობდა არენაზე მიღებული დაზიანებების სწრაფ რეგენერაციას. რომაელი ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ გლადიატორის სისხლის დალევა კურნავს უნაყოფობასა და ეპილეფსიას. თავად გლადიატორთა ორთაბრძოლები, გავრცელებული აზრის მიუხედავად, წარმოიშვა ძველ საბერძნეთში და არა რომში, სადაც მებრძოლებად გამოიყენებოდნენ ტყვეები, ან დაქირავებულები, რომელთაც სურდათ ამ გზით ფულის გამომუშავება. სკოლაში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ, გოგონები კი განათლებას შინ იღებდნენ. სულ მცირე დანაშაულისთვისაც კი მოსწავლეები მკაცრად ისჯებოდნენ. სასჯელის პირველი პორციის მიღება მოსწავლეს სკოლის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე შეეძლო - დაგვინაებისთვის. სასწავლო დღე გამთენიისას იწყებოდა. საზოგადოებრივი აბანოები რომში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იქ იკრიბებოდნენ არა მხოლოდ დაბანის მიზნით, არამედ სიახლეების გასაზიარებლად ერთმანეთისთვის. ხშირად აბანოებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკები და ოთახები ფიზიკური ვარჯიშებისათვის. აბანოების გასათბობად გამოიყენებოდა ბუნებრივი თერმული წყაროები. აქედან მომდინარეობს რომაული აბანოების დასახელება - თერმები. რომის ქუჩებში ეწყობოდა სპეციალური მოედნები, სადაც ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს შეეძლოს სიტყვით გამოსულიყო, ესაუბრა პოლიტიკის, რელიგიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მართალია, თუ მაყურებელი უკმაყოფილო დარჩებოდა ორატორის გამოსვლით, შეეძლო მისთვის გაფუჭებული ხილი და ბოსტნეული დაეშინა. ცაციები ძველ რომში ი "ბოროტ" ადამიანებად ითვლებოდნენ ჯადოქრებისა და ქურდობისკენ მიდრეკილნი. საზოგადოება მათ უნდობლობით ეპყრობოდა, რომაელთა აზრით, ცაციები სტიქიების და უბედურებების გამავრცელებლები იყვნენ. (ცაცია ვარ..) ტყვიას ფართოდ გამოიყენებდნენ ძველ რომში - მისგან მზადდებოდა წყალსადენი მილები, ჭურჭელი ასევე გამოიყენებოდა მშენებლობაში. რომაელები დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ღვინო ტყვიის ჭურჭელში ინახებოდა, გემო ბევრად უკეთესი ჰქონდა. მაგრამ მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ ლითონის ტოქსიკურობაზე. სხეულში ტყვიის დაგროვება მნიშნელოვნად ამცირებდა მოქალაქეების სიცოცხლის ხანგძლივობას. 115 შეფასება არ არის
|