x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პორნოების მაყურებლებს ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები მართლა აქვთ?
მას, ვინც ბევრ პორნოს უყურებს, მეცნიერების დასკვნით ერექციის უფრო მეტი დარღვევა აღენიშნება, ვიდრე მას, ვინც ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, პორნოების მაყურებლებს სექსიც ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებს. გამოკითხულთა 35 %-მა კი საერთოდ განაცხადა, რომ მას პორნოგრაფიის ყურება უფრო მეტ სიამოვნებას გვრის, ვიდრე რეალური სექსი.


აღნიშნული კვლევის შედეგები მეცნიერებმა უროლოგიის ევროპული საზოგადოების კონგრესზე წარადგინეს.


როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ძალიან ბევრ პორნოს უყურებენ, საშუალოდ 70 წუთს კვირაში. ზოგიერთმა მამაკაცმა ისიც კი განაცხადა, რომ კვირაში 26 საათის მანძილზე უყურებს პორნოებს. აქედან 35 წლამდე მამაკაცების 23 %-მა კი განაცხადა, რომ ერექციის პრობლემები ჰქონდა სექსის დროს.


გამოკითხვაში 3267-მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა ბელგიიდან და დანიიდან.



აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გამოკითხვაა და არა კლინიკური კვლევა. ამიტომ ცდომილების შანსი დიდია, რასაც თავად მეცნიერებიც აღიარებენ, თუმცა ამ გამოკითხვამაც მნიშვნელოვანი დამოკიდებულება აჩვენა ერექციის დარღვევასა და პორნოების ყურების ხანგრძლივობას შორის.


პორნოების ყურება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ სექსს. ამაზე მეცნიერები საბოლოოდ თანხმდებიან. ბევრმა მამაკაცმა, ვისაც პორნოების ყურების ხანგრძლივი სტაჟი გაააჩნდა, განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში უფრო ექსტრემალური პორნოების ყურება დაიწყო, რათა აგზნებულიყო. დღეს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მამაკაცი მოელის პარტნიორისგან, რომ ის მას ბრუტალური და ქალისთვის მტკივნეული სექსის მეშვეობით დააკმაყოფილებს.


მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ბევრი არანაკლებ რეალური სამეცნიერო მტკიცებულებაც იმის შესახებ, რომ პორნოების მეშვეობით მამაკაცების სექსუალური დარღვევები იკურნება. ამიტომ მეცნიერები საბოლოოდ შეთანხმებულები არ არიან, სასარგებლოა თუ საზიანო პორნოფილმების ყურება. გაცხოველებული კამათი ამ საკითხზე გრძელდება და ჯერჯერობით არავინ იცის, რით დასრულდება ის.


ყურება

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0